გურიაში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

სოფელ მამათისა და აცანის საზღვარზე  ხანძრის  ლოკალიზება ვერ მოხერხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის კერები მეტისმეტად მიუდგომელ ადგილზეა. ამ წუთებში მიმდინარეობს გზების ძიება, საიდან შესაძლებელი იქნება ცეცხლის ლოკალიზებაზე მუშაობა.

ცეცხლი გვიან ღამით, ბალახის საფარს გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება უკვე დაწყებულია და  სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.