მე ვყოფილვარ “ტროლების” მსხვერპლი – თეა წულუკიანი

“ტროლების” მიერ ბოლო 7 წლის მანძილზე იუსტიციის სამინისტროს დისკრედიტაციაზე საუბრობს თეა წულუკიანი. 

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოს უსაზღვრო თავისუფლების ფარგლებში, სოციალურ ქსელს ყველა იყენებს საზოგადოებისთვის საკუთარი არგუმენტების გასაცნობად.

თეა წულუკიანი იმასაც აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მხრიდან ყოფილა ამგვარი “ტროლების” მსხვერპლი.

“არ არის ჩემთვის ამგვარი ანგარიშებისა და “ტროლების” შესახებ ცნობილი, თუმცა არის ცნობილი იმის შესახებ, რომ მაგალითად არ ვიცი ვის მიერ შექმნილი “ტროლები” თუ  ყალბი ანგარიშები, მიზანმიმართულად ბოლო 7 წლის მანძილზე ეწეოდნენ იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის დისკრედიტაციას.

ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ იმ უსაზღვრო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც საქართველოშია და ეს არის ძალიან მისასალმებელი და კარგი, სოციალურ ქსელს ყველა, იქნება ეს ინდივიდი თუ რომელიმე ორგანიზაცია, თუ პოლიტიკური პარტია – იყენებდეს იმისთვის, რომ საკუთარი არგუმენტები გააცნოს საზოგადოებას.

მე მინდა მაგალითად, როგორც გითხარით, ვყოფილვარ ოპოზიციის მხრიდან “ფეისბუქზე” ამგვარი “ტროლების” მსხვერპლი.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებდა, რომ მთავარი ტროლები ქუჩაში არიან და თქვენ საზოგადოებას, ცდილობენ ბოკერიები, სხვები და მათი ბელადი, რომელიც საზღვარგარეთ არის, მოგყიდონ ტყუილი,” – აცხადებს თეა წულუკიანი.