ნუკრი კაპანაძე „ევროპაბეთის“ ინიციატივაზე: ყველამ უნდა მიბაძოს ამ კომპანიას

„ის რაც აზარტული თამაშების პოპულარიზაციას უკავშირდება და საზოგადოებას უბიძგებს თამაშისკენ, ამ ყველაფრის აკრძალვის მომხრე ვარ და ვფიქრობ, ბილბორდების ჩამოხსნა და ასაკობრივი შეზღუდვა ინტერნეტ სივრცეში ამას მნიშვნელოვნად შეამცირებს“, – ამბობს ნუკრი კაპანაძე pia.ge-სთან საუბარში.
„არ შეიძლება ახალგაზრდები იკლავდნენ თავს, მხოლოდ იმის გამო რომ თამაშობენ. ყველამ უნდა მიბაძოს იმ კომპანიას, რომელიც აკრძალავს მსგავსი ტიპის რეკლამას, მე დადებითად ვაფასებ „ევროპაბეთის“ ამ ახალ კამპანიას“, – განაცხადა ჩვენთან საუბრისას მომღერალმა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პრეს–კონფერენციაზე კომპანია „ევროპაბეთმა“ ახალი სოციალური კამპანია გააცნო საზოგადოებას– „პასუხისმგებლიანი თამაში“. კამპანიის ფარგლებში კომპანია მთლიანად უარს ამბობს გარე რეკლამაზე და უკვე ჩამოხსნა ბილბორდები, ასევე ზღუდავს სატელევიზიო და რადიორეკლამას, ხოლო ინტერნეტრეკლამის შემთხვევაში მაქსიმალურად ეცდება ასაკობრივ შეზღუდვას.