რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა

რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც მიმართა პრეზიდენტმა პუტინმა ფედერალურ ასამბლეას სხვადასხვა საკითხებზე სიტყვით გამოსვლისას, მიიღეს გადაწყვეტილება აღმასრულებელი ხელისუფლების სრული შემადგენლობით გადადგომის შესახებ.

პუტინმა მადლობა გადაუხადა მთავრობის წევრებს ერთობლივი მუშაობისთვის. რუსეთის ლიდერმა ასევე თქვა, რომ უახლოეს მომავალში იგი შეხვდება კაბინეტის თითოეულ წევრს. მანამდე კი მან მიმართა მთავრობის წარმომადგენლებს, შეასრულონ მათზე დამოკიდებული უფლებამოვალეობები. პუტინის რამდენიმე საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით გამოვიდა. ვლადიმერ პუტინი დუმის და ფედერაციის საბჭოს უფლებამოსილების გაზრდა დაანონსა. დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ფედერაციული საბჭო საკონსტიტუციო ორგანო ხდება, საბჭოს საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების დანიშვნა ეძლევა.

იცვლება აგრეთვე ძალოვანი მინისტრების არჩევის და დანიშვნის წესებიც, რომლის თანახმადაც თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ფედერაციის საბჭოსთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ დაინიშნებიან.