ტრაგედია თერჯოლაში- ადგილობრივების ინფორმაციით, 3 წლის ბავშვს თოფი გაუვარდა და 6 წლის ძმა მოკლა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი. ადგლობრივები ამბობენ, რომ სანადირო თოფი 3 წლის ბავშვს თამაშის დროს გაუვარდა და შემთხვევით მის 6 წლის ძმას მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.