ბრედ პიტმა მამაკაცის როლისთვის ოსკარი პირველად აიღო (ვიდეო)

ჰოლივუდელმა ვარსკვლავმა, ბრედ პიტმა ოსკარი აიღო. 56 წლის მსახიობისთვის ეს პირველი ოსკარია, რომელიც მან მოიპოვა კვენტინ ტარანტინოს ფილმ „ერთხელ ჰოლივუდისთვის“, სადაც ლეონარდო დიკაპრიოსთან ესრთად მონაწილეობდა.

დაჯილდოების ცერემონია დოლბის თეატრში დაიწყო. წელსაც შარშანდელის მსგავსად გრანდიოზულ ჰოლივიდურ ცერემონიას წამყანი არ ჰყავს. ნომინირებულ მსახიობებსა და გამარჯვებულებს ცნობილი მსახიობები აცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ ბრედ პიტი სულ შვიდჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე. აღნიშნული ჯილდო კი მისთვის მეორეა- 2014 წელს ფილმისთვის „12 წელი მონობაში”-ს პროდუსერობისთვის მიანიჭეს აკადემიის უმაღლესი ჯილდო.