ევროპარლამენტარებს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და შეგვიშვეს – კალაძე

ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერის სალომე სამადაშვილის საპასუხოდ, რომელმაც ფეიბუქზე დაწერა, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს სტრასბურგში არავინ იცნობს და “სიმწრით დანიშნეს” რამდენიმე შეხვედრა.

ჟურნალისტების შეკითხვას, რა პასუხს გასცემდა სამადაშვილის რეპლიკას, კახა კალაძემ ირონიით უპასუხა:

რა პასუხი უნდა გავცე სამადაშვილის სისულელეებზე?! მგონი, სერიოზული პასუხის ღირსიც არ არის. საერთოდ არავინ არ გვიცნობს, არც გვიშვებდნენ, საქართველო საერთოდ არ იციან სად არის, რა ქვეყანაა და ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და მაგის მერე შეგვხვდნენ და შემოგვიშვეს ევროპარლამენტში“, – განაცხადა კახა კალაძემ.