“ნახვამდის ხალხო, მე შორს მაგრამ აქვე ვიქნები” – გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა ამ ეტაპზე ბოლო კომენტარს აკეთებს და ხალხს ემშვიდობება.

იგი აცხადებს, რომ ეს შავი ჭირი საქარტველოს მალე მოშორდება. 

“ნახვამდის ხალხო! მე შორს მაგრამ აქვე ვიქნები, მაინ ვიაქტიურებ, მაინც არაფერი არ შეიცვლება, ეს შავი ჭირი მალე მოშორდება საქართველოს!”- ამბობს უგულავა.

ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით პატიმრობა შეუფარდა, პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა.