სეირნობა კარგია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად – პაატა იმნაძე

“სეირნობა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად”,-ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ბოლო დღეებში რეკრეაციულ ზონაში მოქალაქეების განსაკუთრებით მზარდ ტენდენციას. პაატა იმნაძის თქმით, მსგავსი ხალხმრავალი ადგილებზე სიარულისგან საზოგადოებამ თავი უნდა შეიკავოს, რადგან თვითიზოლაციაში ეს არაა რეკომენდირებული.

“სამწუხაროდ, კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება, რადგან ძირითადად დღეს საქართველოში ვირუსის შემთხვევბი ოჯახური ან სამეგობროო წრეში გავრცელებული კლასტერებია. ასეთ დროს, თვითიზოლაციაში უნდა შევამციროთ ყველა ახლო კონტაქტი, მათ შორის ოჯახის წევრებთან და მეგობრეთანაც. მანძილი რომ დავიცვათ ლაპარაკის დროსაც ესეც კარგია”,-აღნიშნა იმნაძემ.