ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მთელს მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის, COVID-19ის პანდემია ოფიციალურად გამოაცხადა. ორგანიზაცია ქვეყნებს დაავადებასთან აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდებს.

ჩვენი შეფასებით, COVID19 შეიძლება დავახასიათოთ, როგორც პანდემია“, – განაცხადა ჯანდაცვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადაჰნომ გებრეისუსმა ბრიფინგზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კრიტერიუმების თანახმად, პანდემია – ახალი დაავადების მსოფლიო მასშტაბით გავრცელებაა. მაგალითად, გრიპის პანდემია მაშინ ხდება, როდესაც ახალი ვირუსი ჩნდება, რომლის მიმართ იმუნიტეტი უმეტეს ადამიანებს არ აქვს და ის მთელს მსოფლიოში ვრცელდება.