საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 188-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 188-მდე გაიზარდა – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ცნობისთვის, საქართელოში 188 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტიდან 36 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 – გარდაიცვალა.