საქართველოში კორონავირუსით მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა

რამდენიმე წუთის წინ, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე ფაქტი დაფიქსირდა. პაციენტი ბათუმის „მედალფაში“ იყო მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომ,არეობა კლინიკაში მოთავსების წუთიდან უმძინესი იყო.

მედიკოსთა თქმით, პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. ცნობილიას, რომ „მედალფაში“ განაცხადეს, ის ე.წ. ქობულეთის კლასტერს განეკუთვნებოდა.

საქართველოში კორონავირუსის 385 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 84 ადამიანი, გარდაიცვალა ოთხი. კარანტინის რეჟიმში რჩება 4 971, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 519 პირი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.