თორნიკე ყიფიანის სიმღერა 2020 წლის ევროვიზიის საუკეთესო სიმღერად დასახელდა

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე 2020 წლის ევროვიზიის საუკეთესო სიმღერა გამოვლინდა.

ონლაინ გამოკითხვაში, რომელიც ვებგვერდზე რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერამ, სახელწოდებით Take Me As I Am – მ გაიმარჯვა.

ქართველმა კონკურსანტმა ხმების 14,9% მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა, მეორე და მესამე ადგილები ლიეტუვისა და ისლანდიის წარმომადგენლებმა დაიკავეს.