რა იხსნება 11 მაისიდან – ჩამონათვალი

11 მაისიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.

11 მაისიდან იხსნება ყველანაირი შეზღუდვა თბილისში შესვლასა და გამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა ძალაში რჩება კარანტინის რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ 21-დან – 06:00 საათამდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გადაადგილება აკრძალულია.

დღიდან იხსნება ყველა სახის წარმოება, მათ შორის საგამომცემლო საქმიანობაც.

11 მაისიდან გახსნის უფლება აქვთ ღია მოსასვენებელ და სარეკრეაციო ზონებსაც, თუმცა მაგალითად ბოტანიკური ბაღი 15 მაისიდან იხსნება, ლისის ტბა 22 მაისამდდეა დაკეტილი.

ასევე, დღიდან იხსნება ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით.

შეზღუდვების მოხსნა ჯერჯერობით არ ეხება სავაჭრო მოლებს, სალონებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და კომენდანტის საათს.