საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ი ვენახებს განაახლებს

10 ივლისი- 2020- საქართველოს ბანკი ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერის კვალდაკვალ ბიზნესების წახალისებას  განაგრობს. ამჯერად ბანკისა და მისი მრავალწლიანი პარტნიორის GWS-ის თანამშრომლობით თელავში, ყვარელში, ახმეტასა და მარტვილში 316 ჰა ზე კომპანიის საკუთრებაში არსებული ვენახები განახლდება. კომპანია საფერავის, ქისის, მწვანეს, რქაწითელის, ოჯალეშის ჯიშის ვენახებს განაახლებს, რაც მას წარმოების ზრდის შესაძლებლობას მისცემს.  ინვესტიცია ვენახის განახლებისთვის საჭირო აგროტექნიკის შეძენასაც ითვალისწინებს, რაც წარმოების დახვეწილ პროცესს კიდევ უფრო  სწრაფს და მარტივს გახდის. კომპანიისთვის ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფო შეღავათიანი კრედიტების ფარგლებშია გამოყოფილი.

„მოხარული ვართ, რომ საქართვალოს ბანკისა და ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ის მრავალწლიანი პარტნიორობა კვლავ წარმატებით გრძელდება. 2017 წლიდან და  ჩვენ ერთად არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული. ამჟამინდელი პარტნიორობის ფარგლებში კი კომპანია არსებული ვენახების განახლებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ GWS – ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა საქართველოში. ის 1993 წელს  თელავში, აჩინებულში მდებარე, ჯერ კიდევ 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს „თელავი 2“ -ის ბაზაზე შეიქმნა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ხელი შევუწყოთ ასეთი წარმატებული კომპანიის კიდევ უფრო მეტად განვითარებას“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, კომპანია “GWS”-ის მფლობელობაში დღესდღეისობით 400 ჰექტარი ვენახია. მათგან 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120  კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის.  85% ქართულ ტრადუციულ ყურძნის ჯიშები წარმოადგებს, 15% კი, საერთაშირისო ცნობილი სახეობებია.  სულ მალე კომპანია “GWS” მომხმარებელს საკუთარი ვენახებიდან ბიო-ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ ღვინოს წარუდგენს. ღვინის წარმოების პროცესი დახვეწილია. ყურძენი ხელით იკრიფება და მარცვლები მაქსიმალურად დაცულია დაზიანებისგან. ტრანსპორტირებისას განსაკუთრებული ნორმების დაცვის შედეგად საწარმოში მხოლოდ საუკეთესო მარცვლები ხვდება, რაც კომპანიას მაღალი ხარისხის  ღვინის წარმოების შესაძლებლობას აძლევს.  ღვინის დამზადებისთვის კომპანია  ტემპერატურული რეჟიმის კონტროლის შესაძლებლობის მქონე უჟანგავი ფოლადის ცისტერნებს იყენებს. ხშირ შემთხვევაში, ადგილწარმოშობის ღვინის დაძველება 12 თვის განმავლობაში, მუხის კასრში ხდება. სწორედ კასრისა და სხვადასხვა ჯიშის ყურძნის სწორი შეხამება იძლევა უნიკალური გემოს მქონე  ღვინის დამზადების შესაძლებლობას. GWSაწარმოებს წყნარი ღვინის, ცქრიალა ღვინის და სხვა ალკოჰოლურ პროდუქტებს.