ქართული ოცნების დეპუტატი იარაღს მოქალაქეს დამიზნებით ესვრის (ვიდეო)

ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი „პატრიოტთა ალიანსის” წევრს სამველ პეტროსიანის ცეცხლსასროლ იარაღს დამიზნებით ესვრის. ფაქტს სოციალურ ქსელში “ახალქალაქის ნიუსი” ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ მკოიანი იარაღით ხელში მიზანმიმართულად მირბის სამველ პეტროსიანისკენ და პირდაპირ ესვრის მას. როგორც ცნობილია თავდამსხმელი დეპუტატი, ამ დრომდე თავისუფალია.