ამერიკაში მცხოვრები ქართველი ქალი პიტბულმა იმსხვერპლა

50

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ქალი პიტბულის ჯიშის ძაღლმა დაგლიჯა. ძაღლი ქალის გერს ეკუთვნოდა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა. ამის შემდეგ ძაღლს მისი მშობლები უვლიდნენ.

პოლიციამ განაცხადა, რომ 70 წლის ქალის ცხედარი სამსახურიდან სახლში დაბრუნებულმა ქმარმა ეზოში იპოვა. კაცმა პოლიცია გამოიძახა, სამართალდამცავებმა ადგილზე მისვლის შემდეგ ძაღლს ესროლეს, რადგან ის მათზე თავდასხმას ცდილობდა.

დაშავებული პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყავენს. გარდაცვლილი ქალი მარინა გაბუნია-ვერესტია.