აფეთქება ტყიბულის შახტში | დაშავდა 10-მდე ადამიანი

120

აფეთქება ტყიბულის შახტში – შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, მინდელის სახელობის შახტში მოხდა.  დაშავებულია 10-მდე ადამიანიდან 1 გარდაიცვალა. ინფორმაცია ფორმულას ტყიბულის კლინიკის გენერალურმა მენეჯერმა იური ელიაშვილმა დაუდასტურა.

მისივე თქმით, სულ კლინიკაში 9 ადამიანი შეიყვანეს. როგორც ის ამბობს, ყველას მდგომაროება მძიმეა, მათგან ერთის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.

რამ გამოიწვია აფეთქება, ჯერჯერობით, უცნობია.