ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქკომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
გადაცემის ავტორების მტკიცებით, საუბარში, რომელიც, მათი ვარაუდით, 2016 წელს შედგა და რომლის ზუსტი თარიღიც უცნობია, სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძეც მონაწილეობს, რომელთანაც ჩანაწერში ბერა ივანიშვილი და ირაკლი