4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, დეკემბერი 7, 2021

რეკლამა

მთავარი კულტურა გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა

გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა

82 წლის ასაკში ცნობილი დიპლომატი, მწერალი და პუბლიცისტი გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი შვილი თეონა ჩარკვიანი ავრცელებს.

გელა ჩარკვიანის კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან დაიწყო, სადაც 1976-დან 1994 წლამდე საავტორო გადაცემა მიჰყავდა. 1984-დან 1992 წლამდე იყო საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ვიცე-პრეზიდენტი. 1980-იან წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში გელა ჩარკვიანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ჯორჯიის შტატის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ახლო კავშირების ჩამოყალიბებაში. ჩარკვიანი ამერიკელ მთხრობელსა და მეზღაპრე ლორელი კულის თბილისში, 1989 წლის ნოემბერში ვიზიტისას ქართული ზღაპრების შეგროვებაში დაეხმარა. მოგვიანებით, 1990-იანი წლების დასაწყისში ქართველ მსახიობთა ჯგუფთან ერთად იმოგზაურა ატლანტაში, სადაც ამერიკაში მცხოვრები ქართველებისთვის მოეწყო ტრადიციული, ქართული ღონისძიება – თბილისობა.

1992 წლიდან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი იყო, 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან – ელჩი. დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში შეწყვიტა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2011) და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (2013).

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად ახალი აგრო  პროდუქტი შექმნა

  7 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად და ბიზნესის დასაწყებად მომხმარებელს ახალი აგრო პროდუქტი შესთავაზა. შეღავათიანი აგროკრედიტი მათთვისაა...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობით, 11-12 დეკემბერს თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიაში“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით...

საქართველოს ბანკი Galt & Taggart-თან და DriveWealth- თან ერთად რეგიონის მასშტაბით სრულიად ახალ საინვესტიციო პროდუქტს ნერგავს

6 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი რეგიონის მასშტაბით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. პირველად  საქართველოში და რეგიონში, საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინვესტირებისთვის მაქსიმალურად გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს. ამიერიდან, აშშ-ს...

“Galt & Taggart”-მა უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა

Galt & Taggart-ი მრავალფეროვანი მომსახურებებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა. Galt & Taggart-ის ჩართულობით, Georgia Capital-მა 30...