19.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, მაისი 26, 2022

რეკლამა

მთავარი კულტურა „კალმარის თამაში“ Squid Game – „ნეტფლიქსის“ კორეული ჰიტი მსოფლიოს იპყრობს

„კალმარის თამაში“ Squid Game – „ნეტფლიქსის“ კორეული ჰიტი მსოფლიოს იპყრობს

„ნეტფლიქსის“ ორიგინალურ უცხოურენოვან სერიალებს შორის „კალმარის თამაში“ გამორჩეულია. სერიალის პრემიერა 17 სექტემბერს შედგა, გამოსვლიდან რამდენიმე კვირაში კი ის უკვე ძალიან პოპულარული იყო და ფანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყავდა. ბევრ ქვეყანაში „კალმარის თამაშმა“ რეკორდი მოხსნა და „ნეტფლიქსის“ ყველაზე ყურებადი შოუს სტატუსი მოიპოვა.  

სერიალის რეჟისორი პროექტის სპონსორს 2008 წლიდან ეძებდა, თუმცა მისი განხორციელება ვერ შეძლო იქამდე, სანამ „ნეტფლიქსმა“ 2019 წელს უცხოენოვანი ორიგინალური სერიალების კატეგორია არ გააფართოვა. სწორედ მაშინ, სხვადასხვა ორიგინალურ ნაწარმოებებს შორის, „ნეტფლიქსის“ ყურადღება „კალმარის თამაშმაც“ მიიპყრო.

ახალი სამხრეთ კორეული სერიალი კალმარის თამაში იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ ინტერნეტსივრცე პირდაპირი მნიშვნელობით დაიპყრო. 

აღსანიშნავია, რომ კალმარის თამაშის პოპულარულობა მხოლოდ ინტერნეტპროვაიდერების ყოველდღიურობაზე არ ასახულა. როგორც აღმოჩნდა, სერიალის პირველ ეპიზოდში თამაშში მოსაწვევ ბარათზე ნაჩვენები ნომერი ნამდვილია და მისი მფლობელი სერიალის ფანებისგან დღეში 4 ათასამდე ზარს იღებს.ცოტა ხნის წინ ნეტფლიქსის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ტედ სარანდოსმა განაცხადა, რომ კალმარის თამაში პლატფორმის ყველაზე პოპულარული არაინგლისურენოვანი ნამუშვარია. სარანდოსის თქმით, იმის მოლოდინიც არსებობს, რომ კალმარის თამაში მალე ბრიჯერტონს გადაუსწრებს და ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარული სერიალის ტიტულსაც მოიპოვებს.

 

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმას უკვე 10,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს

25 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ახალი, ტექნოლოგიური შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. “Galt & Taggart”-თან და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა “DriveWealth”-თან პარტნიორობით, ბანკმა რამდენიმე თვის წინ...

საქართველოს ბანკი Seamless Middle East 2022-ზე წარდგება

24 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ტექ-მიმართულებით  ტრანსფორმაციას და სიახლეების დანერგვას განაგრძობს.  ამჯერად ბანკი  გადახდების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრობის მიმართულებით ახლო...

საქართველოს ბანკი და სავაჭრო პალატა ბიზნესების გაციფრულების პროექტს „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ახორციელებენ

24 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროექტში „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ერთვება....

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა

23 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია  დასრულდა. პროექტის მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკის მიერ 11 მლნ....