მედია ალეკ ბოლდუინისა და მის მიერ მოკლული ოპერატორის ქმარ-შვილის შეხვედრის ემოციურ ფოტოებს ავრცელებს

190

ამერიკელი მსახიობი ალეკ ბოლდუინი შეხვდა იმ ოპერატორის მეუღლესა და ვაჟს, რომელიც, რამდენიმე დღის წინ, გადასაღებ მოედანზე, შემთხვევით მოკლა.

მედიამ მსახიობი სანტა-ფესთან, ნიუ მექსიკოში, იმ სასტუმროსთან დააფიქსირეს, სადაც ჰალინა ჰატჩინსის მეუღლე და 9 წლის ვაჟი იმყოფებოდნენ. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ეხვევა ის ოპერატორის შვილს.