12.8 C
Tbilisi
სამშაბათი, დეკემბერი 7, 2021

რეკლამა

მთავარი მნიშვნელოვანი ალეკო ელისაშვილის თქმით, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ოპოზიციისთვის არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი არგუმენტი...

ალეკო ელისაშვილის თქმით, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ოპოზიციისთვის არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი არგუმენტი იყო, რომელიც ხელიდან გამოეცალათ

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ყველაზე სანდო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, თუმცა ბოლოს მომხდარმა ფაქტმა, ორგანიზაციის რეპუტაცია დააზიანა. ამასთან, „მოქალაქეების“ ლიდერი აღნიშნავს, რომ პარალელური დათვლის შედეგები ოპოზიციისთვის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი არგუმენტი იყო.

„ISFED არის, ყოველ შემთხვევაში, იყო ყველაზე სანდო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. ის ყოველთვის ეჭვშეუტანელი ორგანიზაცია იყო. ბოლოს რაც მოხდა, რა თქმა უნდა, დააზიანა ISFED-ი და იმ 10 არგუმენტიდან, რომელიც უნდა გვეთქვა, როგორ გაყალბდა არჩევნები, ჩვენთვის პირადად ISFED-ი იყო ერთ-ერთი, მათ შორის პარალელური დათვლა და მისი შედეგი და ეს არგუმენტი ხელიდან გამოგვეცალა, თუმცა სხვა არგუმენტებიც გვაქვს, სხვა არგუმენტები დაგვრჩა. ISFED-ი დაზიანდა რეპუტაციულად და თვითონ პროცესიც რა თქმა უნდა დაზიანდა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ განმარტავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად ახალი აგრო  პროდუქტი შექმნა

  7 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად და ბიზნესის დასაწყებად მომხმარებელს ახალი აგრო პროდუქტი შესთავაზა. შეღავათიანი აგროკრედიტი მათთვისაა...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობით, 11-12 დეკემბერს თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიაში“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით...

საქართველოს ბანკი Galt & Taggart-თან და DriveWealth- თან ერთად რეგიონის მასშტაბით სრულიად ახალ საინვესტიციო პროდუქტს ნერგავს

6 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი რეგიონის მასშტაბით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. პირველად  საქართველოში და რეგიონში, საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინვესტირებისთვის მაქსიმალურად გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს. ამიერიდან, აშშ-ს...

“Galt & Taggart”-მა უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა

Galt & Taggart-ი მრავალფეროვანი მომსახურებებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა. Galt & Taggart-ის ჩართულობით, Georgia Capital-მა 30...