8.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

რეკლამა

მთავარი მნიშვნელოვანი გაგრის რაიონში ხანძრის ძირითადი კერა დაშლილია- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო

გაგრის რაიონში ხანძრის ძირითადი კერა დაშლილია- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო

„აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეხანძრეებმა ლოკალური ხანძრების ლიკვიდაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახერხეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაგრის რაიონში, დაახლოებით ექვსი ჰექტარი ფართობი დაიწვა.

„გაგრაში ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა. ხანძრის ჩასაქრობად გაგრის რაიონის ოთხი სახანძრო და ერთი სამაშველო განყოფილების და სოხუმის სახანძრო განყოფილების თანამშრომლები გაიგზავნა. 8 იანვრის დილისთვის გაგრის რაიონში ხანძრის ძირითადი კერის დაშლა მოხერხდა, ალის ნაწილი მაღალმთიან ნაწილში გადავიდა,“ – აცხადებენ ე.წ. სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, გუშინ ლოკალური ხანძრების ლიკვიდაცია გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონების სამ სოფელშიც განხორციელდა.

„დღეს დილით მივიღეთ შეტყობინება ქალაქ ტყვარჩელში გაჩენილი ხანძრის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრეებმა ოპერატიულად იმოქმედეს, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა,“ – აღნიშნულია ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციაში.

- Advertisment -

ახალი სტატიები

ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე გასროლის შედეგად დაღუპულია ოპერატორი, ფილმის რეჟისორი კი დაჭრილია – მედიაში ტრაგედიის შემდეგ გადაღებული ფოტოები ვრცელდება

ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა.მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გასროლა განახორციელა...

“მოდით ღარიბაშვილს დავარქვათ “ჰიტლერი 2” – ლამარა აბჟანდაძე ირაკლი ღარიბაშვილზე

"ვაიიი! მართლა ჰიტლერი მეგონა. მოდით ამ ღარიბაშვილს დავარქვათ "ჰიტლერი 2 ",  - ამის შესახებ Facebook-ზე ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე წერს. ვაიიი! მართლა ჰიტლერი მეგონა. მოდით...

ძალიან მტკივა, რომ ახლა მისი მდგომარეობა კრიტიკულს უახლოვდება-იასკო სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი, უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო დღეს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და კრიტიკულს...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტყიბულში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო

  22 ოქტომბერი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტყიბულის რაიონში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო. ,,ჩაროზი"როგორც საწარმოს, ასევე მაღაზიას აერთიანებს და მომხმარებელს 8 სახეობის ჩურჩხელასა...