8.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

რეკლამა

მთავარი მნიშვნელოვანი საქართველოს ბანკისა და MasterCard-ის cashback-ის განახლებული პირობა ბიზნესს

საქართველოს ბანკისა და MasterCard-ის cashback-ის განახლებული პირობა ბიზნესს

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად მათ საჭიროებებზე
მორგებული სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ამჯერად ბანკი MasterCard-თან ერთად
ბიზნესებს ციფრულ ბიზნესბარათზე cashback-ის გაუმჯობესებულ პირობას სთავაზობს.
რაც გულისხმობს იმას, რომ ივლისსა და აგვისტროს თვეში ციფრული ბიზნესბარათით
განხორციელებულ გადახდებზე ბიზნესი გადახდილი თანხის 20%-ს ქეშბექის სახით,
ციფრულ ბარათზევე დაიბრუნებს. განახლებული პირობით ბიზნესს თვეში 400 ლარის
დაბრუნების შესაძლებლობა აქვს. დაანგარიშება მოხდება თვის ბოლოს. ანაზღაურება კი
განხორციელდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში. შეთავაზება უკვე ძალაშია და ის 31
აგვისტოს დასრულდება. ამ დროის განმავლობაში ბიზნესს ექნება შესაძლებლობა,
cashback-ის სახით დაბრუნებული თანხა ისევ საკუთარი საქმიანობის განვითარებას
მოახმაროს.

ციფრულ ბიზნესბარათის მეშვეობით კიდევ უფრო მარტივი ხდება ოპერაციების
განხორციელება. ბარათის შეკვეთა და გააქტიურება კი ბიზნეს ინტერნეტბანკის
საშუალებით, მომენტალურადაა შესაძლებელი.

აღნიშნული ბარათით მომხმარებელი როგორც ბანკომატებით, ისე სავაჭრო ობიექტებში
არსებული POS ტერმინალებით ისარგებლებს. გარდა ამისა, მისი გამოყენებით
შესაძლებელია ონლაინ ანგარიშსწორებაც. ციფრული ბიზნეს ბარათის Apple Pay-სა და
TSKAPP აპლიკაციებში დამატებით ისეთ ოპერაციებს განახორციელებთ, როგორიცაა:
თანხის განაღდება, ჩარიცხვა/გადარიცხვა, შეტანა და კონვერტაცია უკეთესი კურსით.
აღსანიშნავია რომ, ბანკის გადაწყვეტილებით, 31 აგვისტოს ჩათვლით ციფრული
ბარათის აღება სრულიად უფასოა. ისევე, როგორც მისი მოხმარება ბარათის ვადის
გასვლამდე. ციფრული ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ბიზნეს ინტერნეტბანკში.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/3yOiMQx

 

 

- Advertisment -

ახალი სტატიები

ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე გასროლის შედეგად დაღუპულია ოპერატორი, ფილმის რეჟისორი კი დაჭრილია – მედიაში ტრაგედიის შემდეგ გადაღებული ფოტოები ვრცელდება

ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა.მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გასროლა განახორციელა...

“მოდით ღარიბაშვილს დავარქვათ “ჰიტლერი 2” – ლამარა აბჟანდაძე ირაკლი ღარიბაშვილზე

"ვაიიი! მართლა ჰიტლერი მეგონა. მოდით ამ ღარიბაშვილს დავარქვათ "ჰიტლერი 2 ",  - ამის შესახებ Facebook-ზე ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე წერს. ვაიიი! მართლა ჰიტლერი მეგონა. მოდით...

ძალიან მტკივა, რომ ახლა მისი მდგომარეობა კრიტიკულს უახლოვდება-იასკო სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი, უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო დღეს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და კრიტიკულს...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტყიბულში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო

  22 ოქტომბერი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტყიბულის რაიონში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო. ,,ჩაროზი"როგორც საწარმოს, ასევე მაღაზიას აერთიანებს და მომხმარებელს 8 სახეობის ჩურჩხელასა...