24.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 17, 2021

რეკლამა

მთავარი მნიშვნელოვანი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 3 სოციალური საწარმო დაფინანსდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 3 სოციალური საწარმო დაფინანსდა

საქართველოს ბანკი სოციალური მისიის მქონე პროექტების მხარდაჭერას
განაგრძობს. უკვე მეხუთედ, ბანკმა 3 გამორჩეული სოციალური საწარმოს იდეა
გამოავლინა. საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული თითოეული პროექტი
სამომავლო განვითარებისთვის ბანკისგან 50 000 ლარამდე გრანტს მიიღებს.
გამარჯვებულ პროექტებს შორის არიან: პირველი ქართული ეკო მეგობრული, მწვანე,
USB სადენი „ტენე“; ბიოფიჭის მდგრადი სოციალური საწარმო და ქართული
მუსიკალური სექტორის მულტიმედიური პლატფორმა „Basement“. თითოეულ მათგანს
განსაკუთრებული მისია გამოარჩევს.

„ტენე“ სადენის დასამზადებლად მეორადი პლასტმასის ბოთლების სახურავებს იყენებს,
რომელიც გარემოს აბინძურებს და ეკო სისტემას საფრთხის წინაშე აყენებს.
შესაბამისად, მათი მიზანი გარემოს დაცვა და ენერგიის დაზოგვაა.
ბიოფიჭის მდგრადი სოციალური საწარმო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ბიომეფუტკრეობის
და ზოგადად ქართული წარმოების განვითარებას ისახავს მიზნად. რაც შეეხება
„Basement“-ს, ის ქართული ალტერნატიული მუსიკის პლატფორმაა და დამოუკიდებელი
მუსიკის, სცენის, მისი მონაწილეებისა და ტენდენციების შესახებ აერთიანებს
ინფორმაციას, რათა დაცული და ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს მუსიკალური
მემკვიდრეობა.

„სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პროექტების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის
უცვლელი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი
შევიტანოთ იმ საწარმოების განვითარებაში, რომლებიც სოციალური მისიით
გამოირჩევიან და მიზნად უფრო ინკლუზიური, ეკომეგობრული და გენდერულად
თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავენ. გვსურს მეტ მსგავს ინიციატივას
დავუჭიროთ მხარი, რათა ხელი შევუწყოთ სოციალური მეწარმეობის განვითარებას და
სოციალურ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლებას. ჩვენ ბანკში გვჯერა, რომ ჩვენი,
საუკეთესო გადაწყვეტილებაა, წავახალისოთ მსგავსი ინიციატივები. ამიტომაც არ
ვჩერდებით და ვაგრძელებთ უფრო მეტი ადამიანის, სფეროს, თუ ბიზნესის
მხარდაჭერას“, – განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა,
თამარ გოჩაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი სოციალური საწარმოების პროექტებს 2017
წლიდან უჭერს მხარს. ამ დრომდე, ჯამში 15 სოციალური საწარმოა შექმნილი, რომელიც
ბანკმა 650 000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსა.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება

16 სექტემბერი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 18-19 სექტემბერს,  დედაენის ბაღში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება. ამჯერად, ფლიმარკეტის თემა, ახალი სასწავლო...

მხარდაჭერით ბავშვების მიერ შექმნილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

SOLO-ს მხარდაჭერით 25-26 სექტემბერს ისთ ფოინთში, (ფანტანის მიმდებარე ტერიტორიაზე, 16:00 სთ-ზე) ყველაზე პატარა მეწარმეების, ბავშვების მარკეტი გაიმართება. ისინი თავიანთ შექმნილ პროდუქტებს სხვადასხვა კატეგორიაში წარმოადგენენ....

საქართველოს ბანკის მხარადჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ზღაპრის დღეს უმასპინძლებს

14 სექტემბერი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 16 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ზღაპრის დღე გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, ილუსტრატორ გიორგი ჯინჭარაძის...

გალტ & თაგარტმა ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორზე მორიგი კვლევა გამოაქვეყნა

10 სექტემბერი, 2021 - გალტ & თაგარტმა ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორზე კონფერენცია გამართა, სადაც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. გალტ & თაგარტის კვლევაში განხილულია ღვინისა...