12 C
Tbilisi
შაბათი, მაისი 8, 2021

რეკლამა

მთავარი მნიშვნელოვანი საქართველოს ბანკი მომხმარებელს სრულად ციფრულ, პრაქტიკულ გადაწყვეტილებას - ონლაინ  განვადებას სთავაზობს

საქართველოს ბანკი მომხმარებელს სრულად ციფრულ, პრაქტიკულ გადაწყვეტილებას – ონლაინ  განვადებას სთავაზობს

 საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული
პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკი სმარტ ფუნქციონალზე
დაყრდნობით განახლებულ, მარტივ და პრაქტიკულ გადაწყვეტილებას- ონლაინ
 განვადებას ნერგავს. პროდუქტის მიზანია მზარდი ონლაინ გაყიდვების ფონზე მხარი
დაუჭიროს ბიზნესს გაძლიერებისთვის და მას ახალი შესაძლებლობა შეუქმნას.
ამავდროულად, მომხმარებელს უფრო მოქნილი, კომფორტული და მთლიანად
ციფრული გამოცდილება შესთავაზოს.

ამიერიდან საბუთებისა თუ გრძელი განაცხადების წარდგენა აღარ არის საჭირო.
საკმარისია, მარტივი პროცედურის გავლა. კერძოდ, ონლაინ მაღაზიაში სასურველი
ნივთის შერჩევის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს განვადების მისთვის
მისაღები ვადა და ყოველთვიური შენატანის ოდენობა. განვადების მოთხოვნისთვის კი
მომხმარებლმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზევე
ჩაშენებულ საქართველოს ბანკის ონლაინ განვადების პლატფორმაზე (მისივე იუზერითა
და პაროლით). განაცხადზე პასუხს კი მომენტალურად მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ
რიგ შემთხვევებში, პასუხის მიღების შემდგომ ეტაპზეც კი, შესაძლებელია არჩეული
პირობების შეცვლა და მყიდველის სურვილის მიხედვით მორგება. ასევე, მომხმარებელს
განვადებისას აქვს შესაძლებლობა, ნივთის ღირებულების ნაწილი თანხა საკუთარი
ფულით, ნაწილი კი განვადებით გადაიხადოს.  აღსანიშნავია, რომ
მომხმარებელს, გარკვეული მიზეზით განვადების გაუქმების სურვილის შემთხვევაში,
აქვს შესაძლებლობა, ყოველგავრი დამატებითი საბუთების წარმოდგენის გარეშე,
მარტივად მოითხოვოს განვადების გაუქმება და ეს პროცედურა მობილბანკიდან
(განვადების გაფორმებიდან რამოდენიმე დღის ვადაში) განახორციელოს. ასევე,
მობილბანკიდანვე აკონტროლოს განვადებების ისტორია და  გრაფიკი. 

 რაც შეეხება მერჩანტებს, აღნიშნული პროდუქტის საკუთარ პლატფორმაზე ინტეგრირება
მაქსიმალურად გამარტივებულია. გარდა ამისა, ონლაინ განვადების ფარგლებში ბანკი
ბიზნესს მიზნობრივ მომხმარებელთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს. ეს
მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შეთავაზებული პროდუქტის  ონლაინ გაყიდვების
ზრდას და ბიზნესის გაძლიერებას.

- Advertisment -

ახალი სტატიები

ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

7 მაისი, 2021- საქართველოს ბანკისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით  ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსის განაცხადების მიღება დაიწყო.   კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება ამერიკის...

საქართველოს ბანკი მომხმარებელს სრულად ციფრულ, პრაქტიკულ გადაწყვეტილებას – ონლაინ  განვადებას სთავაზობს

 საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკი სმარტ ფუნქციონალზე დაყრდნობით განახლებულ, მარტივ და პრაქტიკულ გადაწყვეტილებას- ონლაინ  განვადებას ნერგავს. პროდუქტის მიზანია მზარდი ონლაინ გაყიდვების ფონზე...

საქართველოს ბანკის პარტნიორობით თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი გადმოიბარა

24 აპრილი, 2021- საქართველოს ბანკი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს თბილისმა ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი...

საქართველოს ბანკი Segment-თან ერთად ვებინარს გამართავს

21 აპრილი, 2021- საქართველოს ბანკი ფინტექ მიმართულების პროექტების განხორციელებას და მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, 23 აპრილს,  21:00 საათზე მომხმარებელთა მონაცემების ერთ-ერთი უმსხვილესი...