8.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 23, 2021

რეკლამა

მთავარი მნიშვნელოვანი Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების სამზადისი დაიწყო ჟიურის წევრების შეხვედრა...

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების სამზადისი დაიწყო ჟიურის წევრების შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის
ეროვნული დაჯილდოებისთვის სამზადისი უკვე დაიწყო. ჟიურის წევრები 2021 წლის
ნომინაციებზე და წლის ტენდენციებზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად
შეიკრიბნენ.

შეხვედრას ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ჟიურის 13 წევრი და
დამოუკიდებელი აუდიტორი დაესწრო. Welcome to Georgia!-ს ჟიურის წევრები დარგის
წამყვანი სპეციალისტები და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები არიან.
სწორედ მათი შეფასებების საფუძველზე და BDO საქართველოს ჩართულობით
ვლინდებიან ნომინაციების გამარჯვებულები. შეხვედრის შედეგად, სულ ცოტა ხანში
გახდება ცნობილი 2021 წლის განახლებული ნომინაციების სია.

„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გუნდისთვის, სტრატეგიულად, მნიშვნელოვანია
ჟიურის წევრების შეკრება, რადგან სწორედ ამ დისკუსიის ფორმატში იბადება
საინტერესო ნომინაციების იდეები, ვმსჯელობთ წლის ტენდენციებზე და ვცდილობთ
პროექტი მეტად მორგებული გავხადოთ მონაწილეების სურვილებსა და მისწრაფებებზე.
ჟიურის წევრების შეკრება მიუთითებს იმაზე, რომ პროექტის ნომინაციებზე
რეგისტრაცია ძალიან მალე გაიხსნება, რაც Welcome to Georgia!-ში მონაწილეობის
სურვილის მქონე კომპანიებისთვის სასიხარულო მინიშნებაა,“ – განაცხადა ტურიზმის
ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელმა, მარინა ჩაიკამ.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 2015
წლიდან ტარდება საქართველოში. მან წარმატებით დაიმკვიდრა თავი როგორც სანდო,
უნიკალურმა ფლატფორმამ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული
ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს განვითარებაში და რომლის ნომინატთა და
გამარჯვებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. პროექტის
თანაორგანიზატორები არიან საქართველოს ბანკი და ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია. პროექტს მხარს უჭერენ ეკონომიკის სამინისტრო, თბილისის მერია და
USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა. პროექტის დამოუკიდებელი
აუდიტორია BDO საქართველო, რომელიც ნომინაციების გამარჯვებულებს
თანასწორობის, სამართლიანობის და გამჭვირვალობის პრინციპით ავლენს.

- Advertisment -

ახალი სტატიები

ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე გასროლის შედეგად დაღუპულია ოპერატორი, ფილმის რეჟისორი კი დაჭრილია – მედიაში ტრაგედიის შემდეგ გადაღებული ფოტოები ვრცელდება

ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა.მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გასროლა განახორციელა...

“მოდით ღარიბაშვილს დავარქვათ “ჰიტლერი 2” – ლამარა აბჟანდაძე ირაკლი ღარიბაშვილზე

"ვაიიი! მართლა ჰიტლერი მეგონა. მოდით ამ ღარიბაშვილს დავარქვათ "ჰიტლერი 2 ",  - ამის შესახებ Facebook-ზე ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე წერს. ვაიიი! მართლა ჰიტლერი მეგონა. მოდით...

ძალიან მტკივა, რომ ახლა მისი მდგომარეობა კრიტიკულს უახლოვდება-იასკო სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი, უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო დღეს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და კრიტიკულს...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტყიბულში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო

  22 ოქტომბერი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტყიბულის რაიონში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო. ,,ჩაროზი"როგორც საწარმოს, ასევე მაღაზიას აერთიანებს და მომხმარებელს 8 სახეობის ჩურჩხელასა...