მოსამართლეთა კოლეგიამ ნიკა გვარამიას აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა – მიხეილ სააკაშვილის სასამართლო

194

მოსამართლეთა კოლეგიამ პროკურატურის შუამდგომლობა, ნიკა გვარამიას აცილებაზე არ დააკმაყოფილა. 7 ნოემბრის საქმეზე პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის აცილებას ნიკა გვარამიას იმდროინდელი თანამდებობის მოტივით ითხოვდა. 

“კონკრეტულად ამ საქმეში უნდა ყოფილიყო პროკურორი. კონკრეტულად აი ამ საქმეში გვარამიას მონაწილეობა როგორც ბრალდებულის, განა მასალებში, ამ კონკრეტულ საქმეში არ იკვეთება და ამიტომ სამივეს ეს აზრი გვაქვს და აცილების შუამდგომლობას არ ვაკმაყოფილებთ.” განაცხადა მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა.