0.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, იანვარი 19, 2022

რეკლამა

მთავარი მსოფლიო აშშ-ში ქალმა ლატარეაში $50 ათასი 3 წლის განმავლობაში მესამედ მოიგო

აშშ-ში ქალმა ლატარეაში $50 ათასი 3 წლის განმავლობაში მესამედ მოიგო

აშშ-ში, მერილენდში ქალმა ლატარეაში 3 წლის განმავლობაში მესამედ მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, 61 წლის დიასახლისმა რამდენიმე დღის წინ ადგილობრივ მაღაზიაში ლატარეის 2 გადასაფხეკი ბილეთი იყიდა, რომელთა საერთო ღირებულებაც 10 დოლარს შეადგენდა. ერთ-ერთმა ბილეთმა მას 50 ათასი დოლარი მოუტანა.

ლატარეის კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ქალმა 50 ათასი დოლარი ამ მაღაზიაში ნაყიდი ბილეთებით ბოლო 3 წლის განმავლობაში უკვე მესამედ მოიგო. პირველად მან იღბლიანი ბილეთი 2018 წლის აგვისტოში მოიგო, შემდეგ კი კიდევ 50 ათასი ამავე წლის ოქტომბერში შეხვდა.

თავად ქალი, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, ამბობს, რომ მესამე მოგება მისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. „უბრალოდ ვერ ვიჯერებდი, ისევ?!“ – ამბობს ის.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მიღება დაიწყო

18 იანვარი, 2022 - საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მეექვსე ნაკადის მიღება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 100 საუკეთესო სტუდენტის დასაქმება იგეგმება. წელს ბანკი III-IV კურსის...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოლიკო ვირსალაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება

5 იანვარი, 2022- საქართველოს ბანკი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, 14 იანვარს, ეროვნულ გალერეაში, სოლიკო ვირსალაძისადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება. ღონისძიება...

საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით „იფანი“ ფართოვდება

28 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, უკვე 20-მდე ქართული კომპანია ჩაერთო მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტში. პროგრამის ფარგლებში კომპანიებმა დარგის...

ოლიმპიელებისა და პარალიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს

24 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და ქართველი  ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი მედალოსან ოლიმპიურ და პარალიმპიურ სპორტსმენებს ერთი წლის...