ესპანეთის მთავრობა გასულ წელს გამოცხადებული ლოკდაუნის დროს წესების დარღვევისთვის გადახდილ ჯარიმებს მოქალაქეებს დაუბრუნებს
მიმდინარე წელს, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა პირველი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ესპანეთში 2020 წელს გამოცხადდა და 14 მარტიდან 21 ივნისამდე პერიოდის განმავლობაში მოქმედებდა.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, პოლიციამ 1.1 მილიონი ჯარიმა გამოწერა ლოკდაუნის რეჟიმის წესების დარღვევისთვის, თუმცა ყველა გამოწერილი ჯარიმა დაუყოვნებლივ გადახდილი არ იყო.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსის თითქმის 5 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 87 000 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.