4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, დეკემბერი 7, 2021

რეკლამა

მთავარი მსოფლიო თამარ ჟვანია უზბეკეთში ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES)“ დირექტორად...

თამარ ჟვანია უზბეკეთში ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES)“ დირექტორად დაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჟვანია უზბეკეთში ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES)“ დირექტორად დაინიშნა.

ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე იძებნება თამარ ჟვანიას შესახებ ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ ის თავის მოვალეობას უზბეკეთში ასრულებს, მანამდე კი ჰქონდა 21-წლიანი გამოცდილება არჩევნების სფეროში.

როგორც უზბეკეთის საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 15 ოქტომბერს „IFES-ის” დელეგაცია, მათ შორის, თამარ ჟვანია და ევროპისა და ევრაზიის პროგრამის უფროსი მენეჯერი ენტონი ბოიერი შეხვდნენ უზბეკეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული საარჩევნო რეფორმები განიხილეს.

“ჩვენ არ ვაკვირდებით არჩევნებს, რათა შევაფასოთ არჩევნები და წარმოვადგინოთ კონკრეტული ანგარიში. ჩვენ ვმუშაობთ საარჩევნო კომისიასთან და სხვა აქტორებთან ერთად, მათ შორის, მედიასთან, შშმ პირთა ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან.

თანამშრომლობა დაიწყება ამ არჩევნების (უზბეკეთის საპრეზიდენტო არჩევნები) შემდეგ, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა წვლილს შეიტანს არჩევნების გამჭვირვალობასა და ინკლუზიურობაში, პროცესებში ამომრჩეველთა აქტიურ მონაწილეობასა და ქვეყნის განვითარებაში”, — განაცხადა შეხვედრაზე ჟვანიამ.

უზბეკეთის საპრეზიდენტო არჩევნები 24 ოქტომბერს გაიმართება.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად ახალი აგრო  პროდუქტი შექმნა

  7 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად და ბიზნესის დასაწყებად მომხმარებელს ახალი აგრო პროდუქტი შესთავაზა. შეღავათიანი აგროკრედიტი მათთვისაა...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობით, 11-12 დეკემბერს თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიაში“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით...

საქართველოს ბანკი Galt & Taggart-თან და DriveWealth- თან ერთად რეგიონის მასშტაბით სრულიად ახალ საინვესტიციო პროდუქტს ნერგავს

6 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი რეგიონის მასშტაბით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. პირველად  საქართველოში და რეგიონში, საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინვესტირებისთვის მაქსიმალურად გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს. ამიერიდან, აშშ-ს...

“Galt & Taggart”-მა უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა

Galt & Taggart-ი მრავალფეროვანი მომსახურებებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა. Galt & Taggart-ის ჩართულობით, Georgia Capital-მა 30...