19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 25, 2022

რეკლამა

მთავარი მსოფლიო მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ვისაც ძალა შესწევს დაიცვას უკრაინა, გამოცხადდეს, სამშობლო ყველამ უნდა...

მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ვისაც ძალა შესწევს დაიცვას უკრაინა, გამოცხადდეს, სამშობლო ყველამ უნდა დავიცვათ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს უკრაინის მოქალაქეებს, განსაკუთრებით ვეტერანებს, ვისაც ძალა შესწევს, შეიარაღებულ ძალებს შეუერთდნენ. მისი თქმით, არმიას მხარი ყველამ უნდა დაუჭიროს, რადგან ისინი გმირულად იბრძვიან. 

ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებსაც მიმართავს, ვისაც ნამუსი ჯერ კიდევ შერჩენია, გამოვიდეს რუსეთის ქუჩებში და გააპროტესტოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.

“მივმართავ უკრაინის ყველა მოქალაქეს და ჟურნალისტებს, გაავრცელეთ ინფორმაციები თუ როგორ გმირულად იბრძვიან ჩვენი მებრძოლები. მხარი დავუჭიროთ. არმია ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერას ითხოვს. ისინი გმირები არიან და მტერს მედგარ წინააღმდეგობას უწევენ. მტერს სერიოზული ზიანი მიაყენეს როგორც დონბასსა და ლუგანსკში,  ასევე სხვადასხვა რეგიონში. ეს ზიანი კიდევ უფრო გაიზრდება. დღეს უკრაინა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. სამშობლო ყველამ უნდა დავიცვათ. მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ვისაც ძალა შესწევს დაიცვას უკრაინა, გამოცხადდეს. განსაკუთრებით ვეტერანები. ჩვენს დაჭრილებს სჭირდება სისხლი და გთხოვთ გახდით დონორები. მზად იყავით ყველაფრისთვის და გააკეთეთ ყველაფერი რათა სამშობლო დავიცვათ.

უკრაინელების უფლება, იცხოვრონ თავის მიწაზე, ხელშეუხებელია. რუსეთი დილაადრიან თავს ლაჩრულად დაგვესხა. რუსეთი ბოროტების გზაზე დგას. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს და იმ ადამიანებს ვისაც ნამუსი ჯერ კიდევ შერჩენია, გამოვიდეს რუსეთის ქუჩებში და თქვენი მთავრობის ქმედებები, ომი უკრაინის წინააღმდეგ გააპროტესტეთ”, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინაში 24 თებერვლის გამთენიისას რუსეთმა ჯარები შეიყვანა და სამხედრო მოქმედებები დაიწყო.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმას უკვე 10,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს

25 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ახალი, ტექნოლოგიური შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. “Galt & Taggart”-თან და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა “DriveWealth”-თან პარტნიორობით, ბანკმა რამდენიმე თვის წინ...

საქართველოს ბანკი Seamless Middle East 2022-ზე წარდგება

24 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ტექ-მიმართულებით  ტრანსფორმაციას და სიახლეების დანერგვას განაგრძობს.  ამჯერად ბანკი  გადახდების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრობის მიმართულებით ახლო...

საქართველოს ბანკი და სავაჭრო პალატა ბიზნესების გაციფრულების პროექტს „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ახორციელებენ

24 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროექტში „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ერთვება....

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა

23 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია  დასრულდა. პროექტის მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკის მიერ 11 მლნ....