4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, დეკემბერი 7, 2021

რეკლამა

მთავარი მსოფლიო მოსწავლეს ონლაინგაკვეთილის დროს ვიეტნამში ტელეფონი აუფეთქდა და გარდაიცვალა

მოსწავლეს ონლაინგაკვეთილის დროს ვიეტნამში ტელეფონი აუფეთქდა და გარდაიცვალა

ვიეტნამში სკოლის მოსწავლე ონლაინ გაკვეთილის დროს ტელეფონის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მისი ტელეფონი დასატენად იყო შეერთებული, როცა 11 წლის ბიჭი გაკვეთილს ესწრებოდა, რა დროსაც ტელეფონი აფეთქდა და მას ალი მოედო. ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, ცოტა ხანში, მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. 

სამართალდამცველები მომხდარს იძიებენ. ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, თუ რა ტიპის ტელეფონს და დამტენს იყენებდა გარდაცვლილი არასრულწლოვანი. 

ნამ დანის რაიონში ბავშვები სასწავლო დაწესებულებებს 3 კვირის წინ დაუბრუნდნენ, თუმცა კოვიდ-19-ის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, სასწავლო პროცესი კვირაში ერთხელ კვლავ ვირტუალურად მიმდინარეობს.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად ახალი აგრო  პროდუქტი შექმნა

  7 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად და ბიზნესის დასაწყებად მომხმარებელს ახალი აგრო პროდუქტი შესთავაზა. შეღავათიანი აგროკრედიტი მათთვისაა...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობით, 11-12 დეკემბერს თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიაში“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით...

საქართველოს ბანკი Galt & Taggart-თან და DriveWealth- თან ერთად რეგიონის მასშტაბით სრულიად ახალ საინვესტიციო პროდუქტს ნერგავს

6 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი რეგიონის მასშტაბით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. პირველად  საქართველოში და რეგიონში, საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინვესტირებისთვის მაქსიმალურად გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს. ამიერიდან, აშშ-ს...

“Galt & Taggart”-მა უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა

Galt & Taggart-ი მრავალფეროვანი მომსახურებებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა. Galt & Taggart-ის ჩართულობით, Georgia Capital-მა 30...