10.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, მაისი 26, 2022

რეკლამა

მთავარი მსოფლიო სასამართლოს ცნობით, ალეკ ბოლდუინმა ფატალურ გასროლამდე არ იცოდა, რომ იარაღში ნამდვილი ტყვიები...

სასამართლოს ცნობით, ალეკ ბოლდუინმა ფატალურ გასროლამდე არ იცოდა, რომ იარაღში ნამდვილი ტყვიები იდო

სასამართლოს ცნობით, ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა ფატალურ გასროლამდე არ იცოდა, რომ იარაღში ნამდვილი ტყვიები იდო.

როგორც სასამართლოს დოკუმენტებიდან ირკვევა, გადასაღებ მოედანზე ფატალურ გასროლამდე რამდენიმე წუთით ადრე მსახიობ ალეკ ბოლდუინს იარაღი რეჟისორის ასისტენტმა მიაწოდა და უთხრა, რომ ის უსაფრთხო იყო.

დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ეპიზოდის გადაღების დაწყებამდე არც ასისტენტმა იცოდა, რომ პისტოლეტში საბრძოლო ვაზნები იდო, რადგან მან პროტოკოლით გათვალისწინებული ფრაზით უთხრა მსახიობს იარაღის უსაფრთხოების შესახებ.

 „ბიბისიმ“ მოიპოვა ტრაგედიის მომენტში გადასაღებ მოედანზე მყოფ ადამიანთა ნუსხა, რომელშიც აღნიშნულია იმ პირის ვინაობაც, რომელსაც იარაღის უსაფრთხოების შემოწმება ევალებოდა. ტელეკომპანიის ცნობით, ის 20 წლისაა და ამ პოზიციაზე პირველად მოუწია მუშაობა.

შეგახსენებთ, 20 ოქტომბერს ნიუ მექსიკოს შტატში გადასაღებ მოედანზე ცნობილმა მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა სარეკვიზიტო იარაღით გაისროლა, რასაც ფილმის ოპერატორის, 42 წლის ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე ემსხვეპლა, კინოსურათის რეჟისორი ჯოელ სოუზა კი დაიჭრა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოდან გაწერეს.

თავად მსახიობმა განაცხადა, რომ მომხდარის გამო „შოკირებულია“. 63 წლის ბოლდუინმა მიუსამძიმრა გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თეთრი სახლის პრესსპიკერმაც, რომელმაც მომხდარს ტრაგედია უწოდა.

მომხდართან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ, მიმდინარეობს გამოძიებ

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმას უკვე 10,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს

25 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ახალი, ტექნოლოგიური შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. “Galt & Taggart”-თან და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა “DriveWealth”-თან პარტნიორობით, ბანკმა რამდენიმე თვის წინ...

საქართველოს ბანკი Seamless Middle East 2022-ზე წარდგება

24 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ტექ-მიმართულებით  ტრანსფორმაციას და სიახლეების დანერგვას განაგრძობს.  ამჯერად ბანკი  გადახდების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრობის მიმართულებით ახლო...

საქართველოს ბანკი და სავაჭრო პალატა ბიზნესების გაციფრულების პროექტს „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ახორციელებენ

24 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროექტში „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ერთვება....

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა

23 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია  დასრულდა. პროექტის მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკის მიერ 11 მლნ....