8.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

რეკლამა

მთავარი მსოფლიო "ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია" -მიხეილ სააკაშვილის ახალი მიმართვა

“ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია” -მიხეილ სააკაშვილის ახალი მიმართვა

“ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია, ვამაყობთ თქვენით” – ამ სიტყვებით მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა წაუკითხა:

“ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს ამ ბოლო რეფერენდუმზე. ადგილობრივ არჩევნებში ეს მთავრობა ყოველთვის იგებდა უმარტივესად, ზედმეტი დაძაბვაც არ სჭირდებოდათ ხოლმე. ახლა, როცა ჰგონათ, რომ საბოლოოდ გატეხეს ხალხი, ყველა დიდ ქალაქში არის მეორე ტური, აქედან რამდენიმეში წინ არის ნაციონალური მოძრაობა. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს – არათუ მხოლოდ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ უფრო მეტად ვიბრძოლოთ. ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია. ვამაყობ თქვენით”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

- Advertisment -

ახალი სტატიები

ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე გასროლის შედეგად დაღუპულია ოპერატორი, ფილმის რეჟისორი კი დაჭრილია – მედიაში ტრაგედიის შემდეგ გადაღებული ფოტოები ვრცელდება

ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა.მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გასროლა განახორციელა...

“მოდით ღარიბაშვილს დავარქვათ “ჰიტლერი 2” – ლამარა აბჟანდაძე ირაკლი ღარიბაშვილზე

"ვაიიი! მართლა ჰიტლერი მეგონა. მოდით ამ ღარიბაშვილს დავარქვათ "ჰიტლერი 2 ",  - ამის შესახებ Facebook-ზე ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე წერს. ვაიიი! მართლა ჰიტლერი მეგონა. მოდით...

ძალიან მტკივა, რომ ახლა მისი მდგომარეობა კრიტიკულს უახლოვდება-იასკო სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი, უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო დღეს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და კრიტიკულს...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტყიბულში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო

  22 ოქტომბერი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტყიბულის რაიონში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო. ,,ჩაროზი"როგორც საწარმოს, ასევე მაღაზიას აერთიანებს და მომხმარებელს 8 სახეობის ჩურჩხელასა...