4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, დეკემბერი 7, 2021

რეკლამა

მთავარი პოლიტიკა ძალიან მტკივა, რომ ახლა მისი მდგომარეობა კრიტიკულს უახლოვდება-იასკო სააკაშვილზე

ძალიან მტკივა, რომ ახლა მისი მდგომარეობა კრიტიკულს უახლოვდება-იასკო სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი, უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო დღეს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და კრიტიკულს უახლოვდება.

“ეს არის ჩვენი მეოთხე შეხვედრა და მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 22-ე დღე. სამწუხაროდ, მე კარგად ვხედავ როგორ უარესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე ვხედავ ამას სახის ფერის მიხედვით, ლაპარაკის მიხედვით, ენერგიის მიხედვით.

რა თქმა უნდა, ის მორალურად კარგ მდგომარეობას ინარჩუნებს, იმიტომ რომ ის ძალიან განსაკუთრებული ადამიანი, მებრძოლი და მსოფლიო დონის პოლიტიკოსია, ასეთი ადამიანები შეიძლება 100 წელში ერთხელ იბადებიან. მაგრამ ახლა მისი მდგომარეობა კრიტიკულს უახლოვდება, მე ძალიან მტკივა, რომ ის ციხის კედლებში იმყოფება. ასეთი ადამიანები არ არიან დაბადებული იმისთვის, რომ ციხეში იჯდნენ ” , -თქვა ლიზა იასკომ

ლიზა იასკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სამედიცინო დახმარების მიღება, ისეთ საავადმყოფოში, რომლის ნდობაც შეიძლება.

“სჭირდება, რა თქმა უნდა, სამედიცინო დამხარებაც, მე ვფიქრობ ყველაფერი დამოკიდებულია საავადმყოფოზე, უნდა დავუჯეროთ პირად ექიმს, თუ იქნება კარგი საავადმყოფო სადაც შეიძლება ხალხის ნდობა, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის რომ ყველა ადგილის ნდობა არ შეიძლება. ის მზადაა ბოლომდე მივიდეს, თავისი საკუთარი ცხოვრების, მაგრამ მე როგორ შემიძლია ამას მშვიდად მივუდგე, მე, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მტკივა” , – ამბობს მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი.

“მდგომარეობა ისეთია, რომ ყველას მოქმედებაა საჭირო, რათა ის ციხიდან გამოვიდეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ნორმალური, რადგან ის ჩვენ ცოცხალი და ჯანმრთელი გვჭირდება და ჩემი მოვალეობაა მისი პირადად გამხნევება და უკრაინისგან მხარდაჭერის გადაცემა. 

მე მუდმივად ვარ ხაზზე [უკრაინასთან], რა თქმა უნდა, მე ვარ დეპუტატი და ჩვენ ძალიან გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს უკრაინაში. ჩვენ გვესმის, რომ ის როგორც უკრაინის მოქალაქე ახლა დაკავებულია აქ და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა და ეს ძალიან საშიშია. მე მეშინია, შემდეგ ჯერზე, როცა ჩვენ შევხვდებით, როგორ მდგომარეობაში იქნება ის “, – თქვა უკრაინის რადას დეპუტატმა.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს, ის 22-ე დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად ახალი აგრო  პროდუქტი შექმნა

  7 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად და ბიზნესის დასაწყებად მომხმარებელს ახალი აგრო პროდუქტი შესთავაზა. შეღავათიანი აგროკრედიტი მათთვისაა...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობით, 11-12 დეკემბერს თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიაში“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით...

საქართველოს ბანკი Galt & Taggart-თან და DriveWealth- თან ერთად რეგიონის მასშტაბით სრულიად ახალ საინვესტიციო პროდუქტს ნერგავს

6 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი რეგიონის მასშტაბით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. პირველად  საქართველოში და რეგიონში, საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინვესტირებისთვის მაქსიმალურად გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს. ამიერიდან, აშშ-ს...

“Galt & Taggart”-მა უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა

Galt & Taggart-ი მრავალფეროვანი მომსახურებებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა. Galt & Taggart-ის ჩართულობით, Georgia Capital-მა 30...