4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, დეკემბერი 7, 2021

რეკლამა

მთავარი პოლიტიკა არჩილ თალაკვაძე: როდესაც ექიმები ფრონტის წინა ხაზზე გლობალურ პანდემიას ებრძვიან, სააკაშვილი დაკავებულია...

არჩილ თალაკვაძე: როდესაც ექიმები ფრონტის წინა ხაზზე გლობალურ პანდემიას ებრძვიან, სააკაშვილი დაკავებულია იმით, რომ ექიმები პაციენტებს მოწყვიტოს

„როდესაც შენს ქვეყანაში და მსოფლიოში არის გლობალური პანდემია, მოქალაქეები იღუპებიან, ექიმები ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებიან, როდესაც ეკონომიკური კრიზისია და ეკონომიკის აღდგენა სასიცოცხლოდ აუცილებელია, ამ დროს სააკაშვილი თავისი რადიკალური ოპოზიციური ბანაკით მაქსიმალურად არის დაკავებული იმით, რომ სახელმწიფო ადმინისტრაცია, ინსტიტუტები მოწყვიტონ თავის ძირითად ამოცანებს, ექიმები მოწყვიტონ პაციენტებს და ეს ყველაფერი გადართოს „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციულ დღის წესრიგზე.

რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ მუქარებიც, რომ გადაკეტავდნენ ქუჩებს მაშინ, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანები მოძრაობენ და მოქალაქეებთან უნდა მივიდნენ, მაშინ, როდესაც აცრისთვის განკუთვნილი ავტობუსები ასაცრელ პუნქტებში უნდა მივიდნენ – ეს გახლავთ მათი დღის წესრიგი, ეს არის ერთი პოლიტიკური მიზანი, რომ როგორმე საქართველოს ხელისუფლება ჩამოაცილონ იმ ძირითად ამოცანებსა და საქმეს, რასაც საზოგადოება ჩვენგან ითხოვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად ახალი აგრო  პროდუქტი შექმნა

  7 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად და ბიზნესის დასაწყებად მომხმარებელს ახალი აგრო პროდუქტი შესთავაზა. შეღავათიანი აგროკრედიტი მათთვისაა...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობით, 11-12 დეკემბერს თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიაში“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით...

საქართველოს ბანკი Galt & Taggart-თან და DriveWealth- თან ერთად რეგიონის მასშტაბით სრულიად ახალ საინვესტიციო პროდუქტს ნერგავს

6 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი რეგიონის მასშტაბით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. პირველად  საქართველოში და რეგიონში, საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინვესტირებისთვის მაქსიმალურად გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს. ამიერიდან, აშშ-ს...

“Galt & Taggart”-მა უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა

Galt & Taggart-ი მრავალფეროვანი მომსახურებებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა. Galt & Taggart-ის ჩართულობით, Georgia Capital-მა 30...