14 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 15, 2021

რეკლამა

მთავარი პოლიტიკა გოგი წულაია ციხიდან წერილს ავრცელებს

გოგი წულაია ციხიდან წერილს ავრცელებს

პოლიტიკოსი გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს, ციხიდან წერილს აქვეყნებს. ის თავს „ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმრად მიიჩნევს და კოლეგებს ოპოზიციიდან მოუწოდებს მხარი დაუჭირონ.

„ჩემო მეგორებო და მხარდამჭერებო, მოგესალმებით გლდანის ციხის საკარანტინე კორპუსის 61-ე საკანში მჯდომი ივანიშვილების ოჯახის პირადი პატიმარი გოგი წულაია!

პირველ რიგში რა თქმaა უნდა, უნდა ითქვას, რომ აქ მთავარი არის ჩემი შეცდომის და გულუბრყვილობის ამბავი, ზედმეტი ნდობის შედეგი, მაშინ, როდესაც მაფრთხილებდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ყველა სფეროს წარმომადგენლები, ასე მარტივად არ უნდა წამოვგებოდი ამ პროკაციას, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არავისთვის ჩემი საქციელით ზიანი არ მიმიყენია.

„თუ გინდა მოწინაღმდეგე

გაანადგურო მას დააბრალე ის

რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის“

ჩვენდა სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში პატარ-პატარ გებელსები 21-ე საუკუნეშიც გადმოყვნენ, 1988 წლის შემდეგ ვარ ეროვნულ მოძრაობში და მის მერე ვაპროტესტებ და ვებრძვი რუსეთისგან საქართველოს გაწეულ ძალადობას.

ვებრძვი და ვაპროტესტებ კომუნისტებიდან დაწყებული ბიძინა სულთნით დამთავრებული, ვებრძოდი ყველა ადამიანს ვინც ძალადობდა მეორე ადამიანზე და ახლაც ვებრძვი ნამახვან ჰესის აშენებას რამეთუ ვთვლი რომ ეს არის ძალადობა ბუნებაზე, ამ ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ზუსტად აქ მტკიცდება რომ დღესაც ჩვენ ქვეყანაში ბევრნი არიან გუბელსები, გერინგები, ბერიები და ასე შემდეგ”, – წერს გოგი წულაია და კოლეგებს მიმართავს – „ახლა მივმართავ ოპოზიციის ლიდერებს, პოლიტიკოსებს იმის შიშით, რომ თურმე ევროპასთან არ დაგასმინოთ ვინმემ რომ ქალზე მოძალადეს უცხადებენ სოლიდარობასო, ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემი მხარდაჭერისათვის, თუკი ერთხმად ყველა ვთანხმდებით და ვამბობთ, რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი (გამარჯობა, გიორგი მალე ამომწევენ კორპუსზე და გნახავ), მას პოლიციამ მოუწყო პროვოკაცია და ჩაუდო იარაღი და ჩემს შემთხვევაში პოლიციელები იყვნენ „უპატიონსესები“ და ამ „პატიოსანმა“ პოლიციელებმა სრული დაცვით დამაპატიმრეს კი ბატონო ეგრე იფიქრეთ.

ჩვენ ყველა ერთად ვყვირივართ, რომ საქართველო სამართლიანი სასამართლო არ არსებობს და ამის გამო ნიკა მელია (გამარჯობა ნიკა ) არის პოლიტპატიმარი. როგორ ფიქრობთ, მე შემხვდა პატიოსანი უმწიკვლო მოსამართლე და პატიოსნად გამასამართლა?!

არ ვიცი, ეს რა ლოგიკაა და თუ ესე არ ფიქრობთ, იქნებ მაღიაროთ ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად და ესეც გაიტანოთ ჩვენ მეგობრებთან, თუ როგორი კატასტროფული სიტუაცია არის ჩვენს ქვეყანაში, პოლიტპატიმრებს პირადი პატიმრებიც დაუმატეს.

რა ვიცი, რა ვიცი.

ჩემო მეგობრებო, ადამიანებო, რომლებსაც გიყვარვართ და მოგწონვართ თუ ამ საქციელის გამო ჩემდამი პატივისცემა არ გაგნელებიათ და თვლით ამ პროვოკაციის და ჩემი შეცდომისთვის ციხეში 6 წლით (ასე მიპირებენ) გატარების ღირსი არ ვარ, გთხოვ თქვენს მხარდაჭერას”.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 19 მარტს შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გოგი წულაია მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

- Advertisment -

ახალი სტატიები

ფინანსთა მინისტრი გადადგა

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი გადადგა. ამის შესახებ მან Facebook–ზე დაწერა. მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის...

საქართველოს ბანკი მომხმარებელს ციფრულ ბიზნეს ბარათს სთავაზობს

29 მარტი, 2021- საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტებისა თუ სერვისების დანერგვას განაგრძობს. ბანკი მეტი უსაფრთხოებისა და კომფორტის შესაქმნელად, ბიზნეს მომხმარებლებს ციფრულ ბიზნეს ბარათს სთავაზობს. მისი...

საქართველოს ბანკმა Raiffeisen Bank International-ისგან ხარისხის ჯილდო მიიღო

29 მარტი 2021- Raiffeisen Bank-მა საქართველოს ბანკს ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისთვის, ასევე  საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისათვის ხარისხის ჯილდო გადასცა. „მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ...

ანუკის მხარდაჭერა კლინიკაში მყოფ მეუღლეს – რა ფოტოს აქვეყნებს ანუკი არეშიძე

კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საჯარო კომენტარი გააკეთა. როგორც მერი პირად გვერდზე წერს, მას ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდგინეს და თბილისის ერთ-ერთ...