8.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

რეკლამა

მთავარი პოლიტიკა ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც ვაჟკაცობა მოსწავლეების "დაკაჩავებაა" - ადვოკატების პასუხი ღარიბაშვილს

ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც ვაჟკაცობა მოსწავლეების “დაკაჩავებაა” – ადვოკატების პასუხი ღარიბაშვილს

მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ადვოკატები ხვდებიან. მას ციხეში ზარით სარგებლობის უფლება შეზღუდული აქვს, ამიტომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია მხოლოდ უფლებადამცველების საშუალებით შეუძლია.

დიტო საძაგლიშვილის შეფასებით, ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საჯარო აქტიურობის ეშინია.

“ჩვენ დღეს ვნახეთ ივანიშვილის ოჯახის მოურავის სრულიად სამარცხვინო განცხადება, სადაც ის საუბრობს ვითომ სააკაშვილის ვაჟკაცობაზე და რელევანტურობასთან დაკავშირებით აყენებს კითხვის ნიშნებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც ვაჟკაცობა არის სკოლის მოსწავლეებთან კანარეიკიანი მანქანებით გაგზავნა და ბავშვების დაკაჩავება, რომ მეორე დღეს სკოლაში ვერ მივიდნენ, რომელ ვაჟკაცობაზე ვსაუბრობთ”, – თქვა საძაგლიშვილმა.

მან შსს-ს სააკაშვილის დაკავების ვიდეოს გავრცელებისთვის მადლობა გადაუხადა, რადგან მისი თქმით ჩანს როგორ მედგრად ხვდება ის შედეგს.

საძაგლიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან მტკიცედ და მხნედაა. მან სისულელე უწოდა გავრცელებულ ჭორებს, რომ სააკაშვილი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ითხოვს.

ღარიბაშვილმა დღეს გავრცელებულ წერილში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის სხვადასხვა ვერსიებზე იმსჯელა და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად დაბრუნდა.

- Advertisment -

ახალი სტატიები

ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე გასროლის შედეგად დაღუპულია ოპერატორი, ფილმის რეჟისორი კი დაჭრილია – მედიაში ტრაგედიის შემდეგ გადაღებული ფოტოები ვრცელდება

ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა.მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გასროლა განახორციელა...

“მოდით ღარიბაშვილს დავარქვათ “ჰიტლერი 2” – ლამარა აბჟანდაძე ირაკლი ღარიბაშვილზე

"ვაიიი! მართლა ჰიტლერი მეგონა. მოდით ამ ღარიბაშვილს დავარქვათ "ჰიტლერი 2 ",  - ამის შესახებ Facebook-ზე ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე წერს. ვაიიი! მართლა ჰიტლერი მეგონა. მოდით...

ძალიან მტკივა, რომ ახლა მისი მდგომარეობა კრიტიკულს უახლოვდება-იასკო სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი, უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო დღეს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და კრიტიკულს...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტყიბულში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო

  22 ოქტომბერი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტყიბულის რაიონში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო. ,,ჩაროზი"როგორც საწარმოს, ასევე მაღაზიას აერთიანებს და მომხმარებელს 8 სახეობის ჩურჩხელასა...