25.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აგვისტო 10, 2022

რეკლამა

მთავარი პოლიტიკა ეს მძიმე ორი კვირა, რომელიც ჩვენ წინ გველის, ძალიან ტოქსიკური ორი კვირაა...

ეს მძიმე ორი კვირა, რომელიც ჩვენ წინ გველის, ძალიან ტოქსიკური ორი კვირაა – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ახლა ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშეა და მოსახლეობა წესების დაცვით უნდა გაუფრთხილდეს ადამიანების ჯანმრთელობას.

“სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, მსოფლიოში ანტირეკორდი დამყარდა. ინფიცირების რაოდენობის, ჩვენთანაც, ყველა კარგად ვხედავთ და ვღელავთ, რომ ინფიცირების რაოდენობა გვეზრდება, განსაკუთრებით, აჭარაში, თბილისში და იმერეთში. ეს დიდი გამოწვევაა, თუმცა ამ ბრძოლაშიც უნდა გავიმარჯვოთ. იმის მიუხედავად, რომ პირველი ტალღის ეტაპზე წარმატებით გავუმკლავდით ამ გამოწვევას. ახლა ახალი გამოწვევებია და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა არის ჩვენი ქვეყნის წინაშე და აქ უნდა გავუფრთხილდეთ როგორც თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას, ისე თითოეულ სამუშაო ადგილსა და ეკონომიკის ხვალინდელ დღეს.

ეს მძიმე ორი კვირა, რომელიც ჩვენ ახლა წინ გველის, ძალიან ტოქსიკური ორი კვირაა, როდესაც პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან და შეიძლება ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში შეიძლება წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს. ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ სიმშვიდე, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიან ბრძოლაში”- განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრის დროს გიორგი გახარიამ. 

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის მშენებლობა დაასრულა

10 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკი მსხვილი პროექტების განხორციელებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  ქვეყნის გარეთაც  აქტიურად უჭერს მხარს. ბანკისა და კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ ერთობლივი...

500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

9 აგვისტო, 2022 - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Global-ი რეგიონის მასშტაბით აქსელერაციის პროგრამის ახალ...

საქართველოს ბანკს, GITA-სა  და 500 Global-ს შორის 4 წლიანი პარტნიორობა გაფორმდა

5 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკის, GITA-სა და მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორის, 500 Global-ის პარტნიორობა გრძელდება.  მხარეებს შორის დამატებითი,  4 წლიანი პარტნიორობა დღეს გაფორმდა. პარტნიორობის...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

3 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის...