24.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აგვისტო 11, 2022

რეკლამა

მთავარი პოლიტიკა მესამე პრეზიდენტმა სასჯელაღსრულების სისტემა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში სასამართლო დარბაზიდან ამხილა

მესამე პრეზიდენტმა სასჯელაღსრულების სისტემა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში სასამართლო დარბაზიდან ამხილა

“წამოსვლის წინ, როცა შევხვდი ევროპარლამენტარებს მათ მკითხეს, არ გგონია, რომ როცა საქართველოში ჩახვალ, შენ იქ გაწამებენ, მე ვუთხარი 21-ე საუკუნეში ვინ აწამებს ვის, კარი ეხლა, როგორ გაბედავენ, ამერიკის სენატში შეხვედრისას ერთ-ერთმა სენატორმა მკითხა, ჩვენ უბრალოდ გვეშინია შენ პირად უსაფრთხოებაზე, ციხეში რა შეიძლება გიქნან, ამაზე ვუთხარი, 21-ე საუკუნეში ჩვენ ციხეში, ვინ რას გაბედავს. ამის მერე, მთელი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, სადაც ეგრევე მეუბნებიან, რომ ტელეფონით ზარების განხორციელების უფლება არ მაქვს, ერთ-ერთი გამოგონილი საქმის გამო, რა თქმა უნდა, სადაც მაშ შემდეგ, რაც ხელი დავუქნიე სააბაზანო ოთახიდან რამდენიმე ათეულ ადამიანს რომლებიც უბრალოდ იყვნენ გარეთ მოსული და შემთხვევით გადავიკვეთეთ, დაგმანეს ფანჯარა, ატყდა ერთი ამბავი, იმიტომ, რომ ჩემი სახის დანახვა ახლა შუშიდან მაინც შეიძლება და ისე არ შეიძლებოდა არსაიდან.

და ამის შემდეგ თავიდან მე გამოვაცხადე შიმშილობა და სიტუაცია იყო ისეთი, რომ თავიდან ექიმებს ჩემთან არ უშვებდნენ, გარდა იქ დაწესებულების ექიმებისა, მერე შეიქმნა საზოგადოების ზეწოლის შედეგად სახელმწიფო კონსილიუმი, რომელმაც დაწერა რეკომენდაცია, რომ პრევენციულად, იმიტომ რომ ბევრი მიმართულებით უკვე მქონდა გაუარესება, უნდა გადავსულიყავი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში, მრავალპროფილურ საავადმყოფოში, ეს დაწერეს, ამის შემდეგ კიდევ გრძელდება სიტუაცია, როცა ხან ადვოკატებს არ უშვებდნენ, ხან უკრაინის სახალხო დამცველი დაგმანეს, ხან ჩემ მოძღვართან შეხვედრაზე უარი მითხრეს, ეს ყველაფერი დაფიქსირებულია და ყველა შესაბამის ინსტანციას გადაგზავნილი აქვს.

და ამის მერე დანიშნული მქონდა შეხვედრა დედაჩემთან და ჩემ ორ შვილთან, დანიშნული მქონდა შეხვედრა სახელმწიფო კონსილიუმთან, მუდმივად მეუბნებოდნენ, რომ ხან კონსილიუმს არ სცალია, ხან ჩემები არ მოვიდნენ, ერთი სიტყვით, ჩვეულებრივად მატყუებდნენ და შემდეგ შემოდის ჩემ საკანში ციხის უფროსი და ამბობს, დაკმაყოფილდა თქვენი შუამდგომლობა, თქვენ გადაყავხართ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, მე ვუთხარი მითხარით სად არის ეს კლინიკა, მან მითხრა სადღაც თბილისში, ნუ ნერვიულობთ, კაი კლინიკაა, მე ვუთხარი მინდა ვიცოდე ზუსტად რა კლინიკაა, შენი უსაფრთხოების გამო ვერ გეტყვით, მაგრამ ის არის ზუსტად, რაც თქვენ გინდოდათ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა, რომ ის ძალით გადმოათრიეს მანქანიდან,  ურტყეს ფეხებში, ხელებში, იყო მის მოხრჩობის მცდელობაც. თქვა, რომ გახადეს ფეხსაცმელი, შემოახიეს და გააძრეს ტანსაცმლის ნაწილი “ასე შიშველი ამიყვანეს, ცემა-ტყეპით და გინებით”.

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, გამუდმებით ესმოდა გინება, მუქარები და ეს იყო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული:

“ის იყო წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები საქართველოს სახელმწიფოს შემქმნელის მიმართ და რა მნიშვნელობა აქვს, არ იყოს სააკაშვილი და იყოს ქიბროწაშვილი, რა უფლება აქვთ, რომ ამის შემდეგ საერთოდ ვინმე იღებს ხმას სამართალდამცავი სისტემიდან”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

მესამე პრეზიდენტმა შიმშილობის 49-ე, გონების დაკარგვის დღე გაიხსენა თქვა, რომ გაუმართლა, რადგან იმ დროისათვის ადვოკატების თანდასწრებით იმყოფებოდა.

მან ექიმ რეანიმატოლოგ გულიკო ქილიფთარს მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა.

“ეს იყო სიტუაცია, როცა გულიკო ქილიფთარმა გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე. იმიტომ, რომ გონება მქონდა დაკარგული თითქმის 20 წუთის განმავლობაში, ეს არის ძალიან გრძელი ვადა, სპეციალისტებმა იციან, ამ დროს შეიძლება მოხდეს იშემიური ინსულტი, ტვინის სიკვდილი, გულის გაჩერება, ყველაფერი. გულიკო, მე ძალიან კარგად მახსოვს ლოყაში მირტყამდა, მეუბნებოდა, არ მოკვდე, არ მოკვდე, არ მოკვდე, დიდი მადლობა ამ კეთილშობილ ქალბატონს”, – თქვა მესამე პრეზიდენტმა.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის მშენებლობა დაასრულა

10 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკი მსხვილი პროექტების განხორციელებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  ქვეყნის გარეთაც  აქტიურად უჭერს მხარს. ბანკისა და კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ ერთობლივი...

500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

9 აგვისტო, 2022 - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Global-ი რეგიონის მასშტაბით აქსელერაციის პროგრამის ახალ...

საქართველოს ბანკს, GITA-სა  და 500 Global-ს შორის 4 წლიანი პარტნიორობა გაფორმდა

5 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკის, GITA-სა და მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორის, 500 Global-ის პარტნიორობა გრძელდება.  მხარეებს შორის დამატებითი,  4 წლიანი პარტნიორობა დღეს გაფორმდა. პარტნიორობის...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

3 აგვისტო, 2022- საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის...