8.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

რეკლამა

მთავარი პოლიტიკა ნიკა მელიას გირაო გადახდილია - თანხა 40 000 ლარი

ნიკა მელიას გირაო გადახდილია – თანხა 40 000 ლარი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ნიკა მელიას გირაოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა “დემოკრატიისთვის” გამოყო. მათივე ინფორმაციით, ეს თანხა უკვე გადახდილია, რომელიც საიამ ხელისუფლებას გადასცა.

“დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა.

გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა.

ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე,”- აღნიშნულია განცხადებაში.

- Advertisment -

ახალი სტატიები

ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე გასროლის შედეგად დაღუპულია ოპერატორი, ფილმის რეჟისორი კი დაჭრილია – მედიაში ტრაგედიის შემდეგ გადაღებული ფოტოები ვრცელდება

ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა.მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გასროლა განახორციელა...

“მოდით ღარიბაშვილს დავარქვათ “ჰიტლერი 2” – ლამარა აბჟანდაძე ირაკლი ღარიბაშვილზე

"ვაიიი! მართლა ჰიტლერი მეგონა. მოდით ამ ღარიბაშვილს დავარქვათ "ჰიტლერი 2 ",  - ამის შესახებ Facebook-ზე ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე წერს. ვაიიი! მართლა ჰიტლერი მეგონა. მოდით...

ძალიან მტკივა, რომ ახლა მისი მდგომარეობა კრიტიკულს უახლოვდება-იასკო სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი, უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო დღეს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და კრიტიკულს...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტყიბულში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო

  22 ოქტომბერი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტყიბულის რაიონში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო. ,,ჩაროზი"როგორც საწარმოს, ასევე მაღაზიას აერთიანებს და მომხმარებელს 8 სახეობის ჩურჩხელასა...