4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, დეკემბერი 7, 2021

რეკლამა

მთავარი პოლიტიკა რეანიმატოლოგი: სააკაშვილს ვტოვებთ რეანიმაციულ განყოფილებაში, სჭირდება მონიტორინგი

რეანიმატოლოგი: სააკაშვილს ვტოვებთ რეანიმაციულ განყოფილებაში, სჭირდება მონიტორინგი

რეანიმატოლოგის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დღეს რეანიმაციულ განყოფილებაში ტოვებენ.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, მას დამატებითი კვლევები უტარდება. 

“ვტოვებთ რეანიმაციულ განყოფილებაში. ის იქნება პერმანენტული მეთვალყურეობის ქვეშ. მას სჭირდება მონიტორინგი, ყველაფრის მონიტორინგი, სასიცოცხლო ფუნქციებს ვგულისხმობ. ეს გადაწყვეტილება დღეს მივიღეთ, რადგან მისი მდგომარეობა იმ წუთას მკვეთრად დამძიმდა. ამდენი ხნის შიმშილი, პრობლემები – ეს უამრავ ცვლილებას იწვევს ორგანიზმში”, – ამბობს რეანიმატოლოგი. 

მანამდე, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ, ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა, როგორც ბასილაიმ გლდანის ციხის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი საკაცით გადაიყვანეს.  მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. 

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად ახალი აგრო  პროდუქტი შექმნა

  7 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მრავალწლიანი კულტურების დასაფინანსებლად და ბიზნესის დასაწყებად მომხმარებელს ახალი აგრო პროდუქტი შესთავაზა. შეღავათიანი აგროკრედიტი მათთვისაა...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობით, 11-12 დეკემბერს თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიაში“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით...

საქართველოს ბანკი Galt & Taggart-თან და DriveWealth- თან ერთად რეგიონის მასშტაბით სრულიად ახალ საინვესტიციო პროდუქტს ნერგავს

6 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი რეგიონის მასშტაბით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. პირველად  საქართველოში და რეგიონში, საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინვესტირებისთვის მაქსიმალურად გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს. ამიერიდან, აშშ-ს...

“Galt & Taggart”-მა უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა

Galt & Taggart-ი მრავალფეროვანი მომსახურებებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა. Galt & Taggart-ის ჩართულობით, Georgia Capital-მა 30...