8.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

რეკლამა

მთავარი პოლიტიკა სააკაშვილი-"არც ერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას"

სააკაშვილი-“არც ერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის მიმართვა საზოგადოებას მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო. 

“ახლა, რაც მთავარია, 14-ში, ზეგ უნდა ვიყოთ ბევრი და ყველას დავანახოთ, რომ ჩვენს საზოგადოებას გააჩნია ღირსება და თავმოყვარეობა. მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური გაუარესებისა, მე არც ერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას, ვინაიდან ახლა ეს არის ჩემს ხელთ არსებული ერთ-ერთი უკანასკნელი ბრძოლის ინსტრუმენტი.

ვისურვებ, რომ ჩემს გათავისუფლებას მივაღწიოთ უკვე მეორე ტურამდე, რათა თქვენთან ერთად შევძლო გარდაუვალი გამარჯვების დაცვა, მაგრამ ამისთვის საჭიროა მრავალრიცხოვნობა ზეგ და მწყობრი ქმედებები შემდგომ. მხოლოდ თავგანწირული, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით ვიხსნით ჩვენს ქვეყანას და მივიღებთ კონკრეტულ შედეგებს, მათ შორის ჩემთან მიმართებაში. 30-ში გამარჯვება მოიპოვება მხოლოდ 30-მდე ყოველდღიური, ყოველწუთიური ბრძოლით და შეუპოვრობით”-მიხეილ სააკაშვილი.

- Advertisment -

ახალი სტატიები

ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე გასროლის შედეგად დაღუპულია ოპერატორი, ფილმის რეჟისორი კი დაჭრილია – მედიაში ტრაგედიის შემდეგ გადაღებული ფოტოები ვრცელდება

ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა.მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გასროლა განახორციელა...

“მოდით ღარიბაშვილს დავარქვათ “ჰიტლერი 2” – ლამარა აბჟანდაძე ირაკლი ღარიბაშვილზე

"ვაიიი! მართლა ჰიტლერი მეგონა. მოდით ამ ღარიბაშვილს დავარქვათ "ჰიტლერი 2 ",  - ამის შესახებ Facebook-ზე ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე წერს. ვაიიი! მართლა ჰიტლერი მეგონა. მოდით...

ძალიან მტკივა, რომ ახლა მისი მდგომარეობა კრიტიკულს უახლოვდება-იასკო სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი, უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო დღეს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და კრიტიკულს...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტყიბულში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო

  22 ოქტომბერი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტყიბულის რაიონში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო. ,,ჩაროზი"როგორც საწარმოს, ასევე მაღაზიას აერთიანებს და მომხმარებელს 8 სახეობის ჩურჩხელასა...