ცესკოს წინასწარი მონაცმებით, ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე გახდა.
დათვლილია ხმების 100%.
გიგი უგულავამ ხმების 42.65% მიიღო, ბექა ვაჭარაძემ – 57.35%;
მანამდე უგულავამ თქვა, რომ არ ცნობს ცესკოს შედეგებს.
მისი თქმით, ქართული ოცნება ფოთში ფულით, გაყალბებითა და ძალადობით აპირებს სასურველი შედეგის დადებას.
30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.
არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.
ხმაურია საოლქო საარჩევნო კომისიებშიც, სადაც ხმებს ითვლიან.