17.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 4, 2022

რეკლამა

მთავარი პოლიტიკა PHR: 12 წლის მოზარდს ხილის უნებართვოდ მოკრეფისთვის სცემეს და გაშიშვლება აიძულეს

PHR: 12 წლის მოზარდს ხილის უნებართვოდ მოკრეფისთვის სცემეს და გაშიშვლება აიძულეს

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) აცხადებს, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურას დარღვევა დაუდგინა.

PHR 12 წლის ბავშვის ინტერესებს იცავს, რომელსაც, ორგანიზაციის ინფორმაციით, ხილის უნებართვოდ მოკრეფისთვის ხეხილის ერთ-ერთმა მეპატრონემ  პლასტმასის მილით ფეხზე ფიზიკური დაზიანება მიაყენა.

“2021 წლის მაისში ბავშვმა ხილი უნებართვოდ მოკრიფა. რის შედეგადაც ხილის ერთერთმა მეპატრონემ ბავშვს პლასტმასის მილით ფიზიკური დაზიანება მიაყენა ფეხზე, ხოლო მეორემ ბავშვი ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა ხიდან, რამდენჯერმე გაარტყა სახეში ხელი, დაარტყა ფეხი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალის გამოყენებით წელსზემოთ გააშიშვლა, აიძულა შარვლის გახდა და ამ მდგომარეობაში ბავშვი ქუჩაში გაუშვა. მოზარდს სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნებოდა.  

ბავშვის მშობელმა იმავე დღეს მიმართა პოლიციას და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ბავშვს გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც”. – წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

PHR ითხოვდა ბავშვის დაზარალებულად ცნობას დამამცირებელი მოპყრობის მუხლით, თუმცა, პროკურატურამ არ გაიზიარა ბავშვის ადვოკატის პოზიცია და ბავშვი დაზარალებულად ცნო მხოლოდ ერთი პირის მხრიდან ფიზიკური ძალადობის (სსკ მუხლი 126) ნაწილში, ხოლო მეორე პირის მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი სამართლებრივი შეფასების მიღმა დატოვა. PHR-მა პროკურატურის უარი სასამართლოში გაასაჩივრა.

საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპისა და საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძველზე, ასევე,  ნორმის მიზნიდან გამომდინარე, რომ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილება სასამართლო კონტროლს ექვემდებარება, სასამართლომ განიხილა წარდგენილი საჩივარი და გაიზიარა ადვოკატის არგუმენტაცია, რომ სავარაუდო დამნაშავის მხრიდან ბავშვის მიმართ განხორციელებული ქმედებები, მათი ხასიათის, ინტენსივობის, ბავშვის ასაკისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მთლიანობაში ცდებოდა ფიზიკური ძალადობის შემადგენლობას და წარმოადგენდა დამამცირებელ მოპყრობას. ხოლო მეორე პირის მხრიდან მილის დარტყმის ფაქტი შეაფასა ბავშვის მიმართ ფიზიკურ ძალადობად.

სასამართლომ, აგრეთვე იმსჯელა გამოძიების ხარისხსა და  პროკურატურის მხრიდან გამოძიების პროცესში  ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფაზე. მოსამართლემ მიუთითა, რომ მოწმე ბავშვის ადვოკატის გარეშე გამოკითხვა, არღვევს ბავშვის უფლებას და ბავშვის დაზარალებულად ცნობის პროცესში პროკურატურას უპირატესობა უნდა მიენიჭებინა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. 

გამომდინარე აქედან, სასამართლომ გააუქმა პროკურატურის უარი  სწორი კვალიფიკაციით ბავშვის დაზარალებულად ცნობის შესახებ და გორის რაიონულ პროკურატურას დაავალა ბავშვის დაზარალებულად ცნობა დამამცირებელი მოპყრობისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა დღემდე არ ასრულებს. 

#PHR განაგრძობს ბავშვის ინტერესების დაცვას”. – წერს ორგანიზაცია.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში გაშენებული ხეხილი ექსპორტზე გავიდა

1 ივლისი, 2022- ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით გურჯაანში 4 ჰა-ზე ხეხილის ბაღები გაშენდა, რომლის...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პროექტისთვის  “ბინადარი ლისზე“ 2.25 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა

1 ივლისი, 2022-საქართველოს ბანკი დეველოპერული სექტორის წახალისებასა და პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ბინადარის“ პარტნიორობის შედეგად ლისზე, ტაბიძის 41 ნომერში,  ა და ბ...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

30 ივნისი, 2022-  2 ივლისს, 18:30 საათზე, დოდო აბაშიძის 10-ში, თბილისში, პირველად აღინიშნება თბილისის სტარტაპის დღე.  თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილია არაერთი საინტერესო შეხვედრა. კონკრეტულად კი:...

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სენაკში აგრომეურნეობა ფართოვდება

30 ივნისი, 2022- საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესპროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სენაკში აგრომეურნეობა ფართოვდება. პროექტი 0,15 ჰა-ზე გაშენებულ მარწყვის სათბურებს, სამაცივრე მეურნეობასა და...