17 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 9, 2021

რეკლამა

მთავარი რეგიონი ადრე რომ დაეკავებინათ, ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა - 14 წლის მოზარდის დედა...

ადრე რომ დაეკავებინათ, ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა – 14 წლის მოზარდის დედა ბიძების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვს

ქობულეთში დატრიალებული ტრაგედია – გამოძიება 76 წლის მამაკაცს წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ მუქარას და ძალადობას ედავება.

გოგონას დედა, ბაბუასთან ერთად, ბიძების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვს, რომლებიც მისი თქმით, 14 წლის მოზარდზე ბაბუასთან ერთად ძალადობდნენ.

“14 წელი ვიყავი მაგათი რძალი, მე თვითონ ვიყავი ძალადობის მსხვერპლი. ძალიან გამიხარდა მისი დაჭერა. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო და მაშინ დაეკავებინათ, უფრო კარგი იქნებოდა და ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა. ჩემი შვილის გადმოცემით ვიცი, რომ ბაბუა მასზე ძალადობდა,”- ამბობს გარდაცვლილი მოზარდის დედა მერი რომანაძე.

არასრუწლოვანი სოფელ ქაქუთში ორი დღის წინ დაკრძალეს. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით საკუთარი სახლის ეზოში დაასრულა. გოგონა ოჯახის წევრებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა და ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა გარდაცვლილის დედას, რომელიც სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა. ის საქართველოში ტრაგედიის შემდეგ დაბრუნდა.

- Advertisment -

ახალი სტატიები

ფინანსთა მინისტრი გადადგა

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი გადადგა. ამის შესახებ მან Facebook–ზე დაწერა. მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის...

საქართველოს ბანკი მომხმარებელს ციფრულ ბიზნეს ბარათს სთავაზობს

29 მარტი, 2021- საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტებისა თუ სერვისების დანერგვას განაგრძობს. ბანკი მეტი უსაფრთხოებისა და კომფორტის შესაქმნელად, ბიზნეს მომხმარებლებს ციფრულ ბიზნეს ბარათს სთავაზობს. მისი...

საქართველოს ბანკმა Raiffeisen Bank International-ისგან ხარისხის ჯილდო მიიღო

29 მარტი 2021- Raiffeisen Bank-მა საქართველოს ბანკს ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისთვის, ასევე  საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისათვის ხარისხის ჯილდო გადასცა. „მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ...

ანუკის მხარდაჭერა კლინიკაში მყოფ მეუღლეს – რა ფოტოს აქვეყნებს ანუკი არეშიძე

კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საჯარო კომენტარი გააკეთა. როგორც მერი პირად გვერდზე წერს, მას ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდგინეს და თბილისის ერთ-ერთ...