8.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

რეკლამა

მთავარი რეგიონი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხანძრის ორი აქტიური კერაა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხანძრის ორი აქტიური კერაა

მე-6 დღეა ხანძარს ებრძვიან სამეგრელოში. ამ დროისთვის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში – დობერაზენსა და ბალდაში ხანძრის ორი აქტიური კერა რჩება. ცეცხლი ძირითადად ტყის ფოთლოვან ნაწილს უკიდია.

გეოგრაფიულად მიუვალი მდებარეობის გამო ცეცხლის ქრობის სამუშაოებს აწარმოებს 100-მდე მეხანძრე-მაშველი. ცეცხლის სალოკალიზაციო სამუშაოებში ასევე ჩართულნი არიან ადგილობრივები. პრევენციისა და დახმარების მიზნით, მობილიზებულია დამატებითი ჯგუფები მეზობელი რეგიონებიდან.

ხანძრის კერები სოფლებიდან რამოდენიმე კილომეტრით დაშორებულია და მოსახლეობაში მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 100-ზე მეტი კერაა ლიკვიდირებული. ხანძრის შედეგად დაიწვა რამდენიმე ჰექტარი. ასევე დაზიანდა ადგილობრივების კუთვნილი თხილის ბაღები და მოცვის პლანტაციების ნაწილი.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად მოსახლეობის დაუდევრობა სახელდება, რადგან ამ პერიოდში ადგილობრივები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს აწარმოებენ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

- Advertisment -

ახალი სტატიები

ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე გასროლის შედეგად დაღუპულია ოპერატორი, ფილმის რეჟისორი კი დაჭრილია – მედიაში ტრაგედიის შემდეგ გადაღებული ფოტოები ვრცელდება

ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა.მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გასროლა განახორციელა...

“მოდით ღარიბაშვილს დავარქვათ “ჰიტლერი 2” – ლამარა აბჟანდაძე ირაკლი ღარიბაშვილზე

"ვაიიი! მართლა ჰიტლერი მეგონა. მოდით ამ ღარიბაშვილს დავარქვათ "ჰიტლერი 2 ",  - ამის შესახებ Facebook-ზე ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე წერს. ვაიიი! მართლა ჰიტლერი მეგონა. მოდით...

ძალიან მტკივა, რომ ახლა მისი მდგომარეობა კრიტიკულს უახლოვდება-იასკო სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი, უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო დღეს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და კრიტიკულს...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტყიბულში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო

  22 ოქტომბერი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტყიბულის რაიონში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო. ,,ჩაროზი"როგორც საწარმოს, ასევე მაღაზიას აერთიანებს და მომხმარებელს 8 სახეობის ჩურჩხელასა...