-3.2 C
Tbilisi
ოთხშაბათი, იანვარი 19, 2022

რეკლამა

მთავარი რეგიონი ნოროვირუსი - გორში ასობით ადამიანის მოწამვლის მიზეზი ცნობილია

ნოროვირუსი – გორში ასობით ადამიანის მოწამვლის მიზეზი ცნობილია

გორში ასობით ადამიანის მოწამვლის მიზეზი ცნობილია. ეპიდემიოლოგიური კვლევის პირველადი შედეგით დგინდება, რომ გორში, კომბინატის დასახლებაში ნოროვირუსმა იფეთქა.

„ეს არის ნაწლავური ინფექცია, რომელიც შემოდგომა-ზამთრის პერიოდს ახასიათებს და დაახლოებით 2-3 დღე გრძელდება“, – თქვა გორის ბავშვთა საავადმყოფოს კრიტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარიძემ.

ბოლო სამ დღეში, გორის სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“, ინტოქსიკაციის სიმპტომებით ათეულობით ბავშვი შეიყვანეს. ამ დრომდე, მოწამვლის სავარაუდო მიზეზად სასმელ წყალს ასახელებდნენ.

ცნობისთვის, „მთავარი არხი” ჩავიდა სოფელ ვარიანში, საიდანაც გორის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი მიეწოდება, სადაც ჩანს, რომ წყლის სათავე ნაგებობა დაბინძურებულია.

შეგახსენებთ, გორში, 4 ოქტომბრის ღამეს მასობრივი ინტოქსიკაცია დაფიქსირდა, ერთნაირი სიმპტომებით ათობით პაციენტი საავადმყოფოში მოხვდა, მოწამლულთა რაოდენობა 300-ს ასცდა და  დღემდე, თანდათანობით მატულობდა.

- Advertisment -

ახალი სტატიები

საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მიღება დაიწყო

18 იანვარი, 2022 - საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მეექვსე ნაკადის მიღება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 100 საუკეთესო სტუდენტის დასაქმება იგეგმება. წელს ბანკი III-IV კურსის...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოლიკო ვირსალაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება

5 იანვარი, 2022- საქართველოს ბანკი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, 14 იანვარს, ეროვნულ გალერეაში, სოლიკო ვირსალაძისადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება. ღონისძიება...

საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით „იფანი“ ფართოვდება

28 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, უკვე 20-მდე ქართული კომპანია ჩაერთო მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტში. პროგრამის ფარგლებში კომპანიებმა დარგის...

ოლიმპიელებისა და პარალიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს

24 დეკემბერი, 2021- საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და ქართველი  ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი მედალოსან ოლიმპიურ და პარალიმპიურ სპორტსმენებს ერთი წლის...